მთავარი » 2017 » სექტემბერი » 22 » ტესტი ქალებისთვის – პასუხები
რეკლამა
8:59 AM
ტესტი ქალებისთვის – პასუხები

1. თუკი პირველი სამკაულისკენ გაგექცათ თვალი, მაშინ თქვენი პრობლემა თქვენს ლამაზ თავშია. რატომ ფიქრობთ ამდენს? გამუდმებით აწყობთ დიალოგებს გონებაში, უბრუნდებით უკვე ჩავლილს: საუბრებს, ქმედებებს… ან კიდევ  რაში გაინტერესებთ რას ფიქრობენ სხვები? ეს თქვენი ცხოვრებაა. ისე უნდა იცხოვროთ, როგორც თქვენ გინდათ და თქვენმა პარტნიორმა. თქვენ თქვენთვის უნდა იცხოვროთ და არა სხვეისთვის, ისე, როგორც თავად მიგაჩნიათ სწორად და არა ისე, როგორც სხვები ფიქრობენ.  სხვებმა, მნიშვნელობა არა აქვს, მშობლები იქნებიან ისინი, მეგობრები თუ მეზობლები, თავიან არეულ ცხოვრებას მიხედონ!

 

2. თქვენ მზად ხართ მთელი ცხოვრება შესწიროთ პარტნიორს და მთავარი პრობლემა ის არის, რომ იგი ამას გრძნობს. რატომ პრობლემა? კაცები ბუნებით მონადირეები არიან. რაც უფრო მეტად დარწმუნდება იმაში, რომ შეიძლება დაგკარგოთ, მით უფრო მეტად დაინტერესდება თქვენით, უფრო მეტი ყურადღებით იქნება და სხვებისკენ არ გაექცევა თვალი. თქვენ უქმნით პირობებს რომ მოდუნდეს და სხვა ამოიღოს მიზანში, რადგან საკუთარი ნებით იკრავთ ხელფეხს და მის გვერდით ისეთ ნანადირევივით წვებით, რომელიც არსად გაიქცევა. თავი მაინც მოაჩვენეთ, რომ მხოლოდ მისით არ მზეობს თქვენი მზე, რომ მის გარეშეც მოახერხებთ არსებობას და რომ სხვა მამაკაცებიც არსებობენ ამქვეყნად თქვენი გულის მონადირებას რომ ცდილობენ. ოღონდ ეს გემოვნებით გააკეთეთ და სხვისკენ აღარც გაიხედავს. კაცს თქვენთვის თვალის მოცილება უნდა ეშინოდეს, თორემ სხვისკენ გახედვის კი არა.

 

3. თქვენი პრობლემა ისაა, რომ ძალიან ძალიან ქალურად ფიქრობთ. კაცები სხვანაირად ფიქრობენ. ამ დასკვნამდე დიდი ხანია მივიდნენ მეცნიერები. ჩვენი ტვინები სხვადასხვანაირად არის მოწყობილი, ჩვენ სხვადასხვანაირად ვაზროვნებთ, ძალიან განვსხვავდებთ ერთმანეთისგან. რატომ გჯერათ ჯერ კიდევ იმის, რომ გამოიცნობს,  რა გინდათ. ნუ ელოდებით, როდის მიხვდება რაზე ოცნებობთ. ეცადეთ ისწავლოთ მისი ენა, ,,მამაკაცების ენა”. თქვენ ხომ ქალი ხართ? ნამდვილი ჯადოქარი. ქალი, რომელსაც შეუძლია ისე ჩაუნერგოს მამაკაცს გონებაში საკუთარი აზრები, რომ ამ უკანასკნელს ეჭვიც არ შეეპაროს რომ თავად მოიფიქრა და თავად გადაწყვიტა!

 

 

4. მეოთხე სამკაულმა მოგტაცათ თვალი? რა გინდათ მალე იმ დიასახლისებს დაემსგავსოთ, ცხოვრების მთავარი მიზანი გათხოვება რომ არის და როგორც კი ქმარს იშოვიან, 15 წლით უფროსივით რომ გამოიყურებიან? გასაგებია რომ ბევრი საქმე გაქვს, უამრავი მოვალეობა გაწევთ კისერზე, პასუხისმგებლობის გრძნობაც დასაფასებელია, მაგრამ… თქვენ ქალი ხართ! ნუ დაივიწყებთ ამას! აუცილებლად მოუარეთ თავს, იზრუნეთ საკუთარ სხეულზე ყოველდღიურად, იზრუნეთ იმაზე, რომ კარგად გამოიყურებოდეთ. გახსოვდეთ ყველაზე მთავარი თქვენი პირადი ბედნიერებაა და ქალური ბედნიერების ერთერთი უმთავრესი პრინციპი თავდაჯერება და  სარკეში ჩაახედვისას საკუთარი თავით კმაყოფილებაა… არ არის სავალდებულო ვიქტორია სეკრეტის მოდელს ჰგავდეთ, კაცებს მოვლილი ქალები მოსწონთ, რომლებსაც უყვართ და ზრუნავენ საკთარ თავზე.


5. თქვენ კომუნიკაციის პრობლემა გაქვთ. ბევრს ლაპარაკობთ და მისთვის გაუგებრად.  კაცები ბავშვებს ჰგვანან, დიდხანს ვერ კონცენტრირდებიან და ქარაგმების არ ესმით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ ინფორმაციის მიღება პირველი 10 წამის განმავლობაში შეუძლიათ და დანარჩენს რასაც ილაპარაკებთ ამ პირველ 10 წამში ნათქვამის გაგრძელებად, დეტალებად აღიქვამენ. ამიტომ როცა თქვენ მთავარ სათქმელზე გადადიხართ, ის უკვე სხვაგანაა, ეს უმნიშვნელო ჰგონია და აღარ გისმენთ. ამიტომ თუ მასთან სერიოზული საქმე გაქვთ, დაიწყეთ პირდაპირ ამ საქმით და ძალიან მოკლედ. ნუ უვლით შორიდან. ჯერ მთავარი თქვით და მერე მოაყოლეთ დეტალები, თუ მაინცდამაინც, თორემ ხვალ უკვე აღარ ემახსოვრება.

6. გამაგებინეთ, თქვენ დედობაზე თუ ოცნებობდით, რატომ შვილი არ გააჩინეთ? ვინ ხარ მისთვის? საინტერესოა თავისი მშობლები თუ უვლიდნენ თქვენსავით? მას ალბათ კი, ძალიან მოსწონს, კმაყოფილია, მაგრამ ორივე რომ ბედნიერი იყოთ, ეს მზრუნველობაც ორმხრივი უნდა იყოს. თქვენც მოსთხოვეთ გამოხატოს თავისი სიყვარული, იზრუნოს თქვენზე… მაგალითად, ყავა მოგართვათ საწოლში ხანდახან… ხანდახან მან მოამზადოს სადილი, ან მასაჟი გაგიკეთოთ. ბევრნაირად შეუძლია დაფასება… ცოტა მანაც შეიწუხოს თავი.

 

7. თქვენ ზედმეტად რევთ თქვენს ურთიერთობებში გარეშე პირებს. მშობლებიც გარეშე პირებია სხვათა შორის. გიყვარდეთ და იზრუნეთ მათზე, არავინ გიშლით, მაგრამ თქვენც ხომ იცით რომ იდეალური არავინაა, არც მათ არ უცხოვრიათ ისეთი ცხოვრებით, როგორიც თქვენ მოგწონთ და რატომ აძლევთ უფლებას ტვინი აგირიონ თავიანთი რჩევებით? ნუ აძლევთ მათ თქვენს ცხოვებაში ჩარევის უფლებას.

8. ორივე მაგრად დაიღალეთ. მოსწყდით ყველას და ყველაფერს. თუ ქალაქიდან ვერ გადიხართ ქალაქშვე განმარტოვდით, ან სახლში დროზე მიდით და ეგრევე საწოლში შეძვერით. 9 საათზე. თვალები დახუჭეთდა იქამდე ითვალეთ ცხვრები, სანამ არ დაგეძინებათ, მერე დილით 6- ზე ადექით და სასეირნოდ წადით. აი იმ დროს, როცა მხოლოდ მეეზოვეებს და ჩიტებს ღვიძავთ. დასვენება გჭირდებათ და რეჟიმის გამოცვლა.

9. ურთიერთობის ცინცხლად შენარჩუნებისთვის ვნება აუცილებელია. ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში გაქვთ? თუ წესრიგში გაქვთ, ეგრე განაგრძეთ, თუ არადა .. სარკეში ჩაიხედეთ, გარდერობში შეიხედეთ, საცვლებს თვალი გადაავლეთ და თუ დიდად არ მოიხიბლეთ საშოპინგოდ წადით. ამბობენ რომ კაცებს თვალებით უყვართ. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ რომ ქალები, გაცილებით უფრო მეტად იგზნებიან, როცა თავად გრძნობენ თავს ლამაზად და სექსუალურად. თავს მიხედეთ. დაანახეთ მას და საკუთარ თავს რომ მას ყველაზე მაგარი ქალი ჰყავს!.

ნანახია: 448 | დაამატა: Admin | ტეგები: ტესტი ქალებისთვის – პასუხები | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close