მთავარი » 2017 » სექტემბერი » 5 » ტესტი: როგორ გამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი მისი საყვარელი ყავის მიხედვით?
რეკლამა
8:23 AM
ტესტი: როგორ გამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი მისი საყვარელი ყავის მიხედვით?

ესპრესო ან თურქული ყავა

 ყავის ეს სახეობები უყვართ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებაში სისადავესა და კლასიკას ანიჭებენ უპირატესობას. ეს ადამიანები მიზანს ნებისმიერ ფასად აღწევენ, არ ეპუებიან ახლობლების კრიტიკას, ძნელად ივიწყებენ წყენას, თუმცა მეგობრების გულისთვის ყველაფერს აკეთებენ.

შავი ყავა

ამ ყავის მოყვარულები ხელოვნებასთან ახლოს არიან. მათი უჩვეულო ინტელექტუალური შესაძლებლობები საშუალებას აძევთ მათ სამყაროს არაორდინალურად უყურონ.

კაპუჩინო

ამ ყავის მოყვარულები რომანტიკულები, მეოცნებეები და ძალიან მგრძნობიარეები არიან. მათი მართვა ძალიან მარტივია. აფასებენ გულახდილობას და სიმართლეს. ყოველთვის ამხელენ თავიანთ ნააზრევს და არც პირადი საიდუმლების გამომზეურებას ერიდებიან. კაუჩინოს მოყვარულები ხშირად უკავშირებენ თავის ცხოვრებას ხელოვნებას.

მოკო ან ლატე

თუკი ამ ყავის მოყვარული ხართ, მაშინ გიზიდავთ ახალი შთაბეჭდილებები, ხმაურიანი წვეულებები, ცეკვები და რესტორნები. გსიამოვნებთ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ყოველი დღე თქვენთვის დღესასწაულია. მშვენივრად გრძნობთ თავს ხალხმრავალ კომპანიებში და იუმორის გასაოცარი გრძნობა გაქვთ. თქვენს გვერდით არასდროს მოიწყენთ.

ამერიკანო

ამ ყავის მოყვარულები სისუფთავისა და წესრიგის მოყვარულები არიან. მათ საკმაოდ მკაცრი ხასიათი აქვთ და უბრალო ცხოვრებას ანიჭებენ უპირატესობას.

ცივი ყავა

ცივი ყავა ენერგიულ ადამიანებს უყვართ, რომლებიც ვერ იტანენ ლოდინს. ისინი გასაოცრად ტემპერამენტიანები და ვნებიანები არიან. მათი დევიზია ყველგან და ყოველთვის ილაპარაკონ სიმართლე.ისინი ყოველთვის ინარჩუნებენ ოპტიმიზმს. თუკი რაიმე მიზანს დაისახავენ, მის მისაღწევად მთებს გადადგამენ.

 

წყარო: Pomada.Ge

ნანახია: 441 | დაამატა: Admin | ტეგები: ტესტი: როგორ გამოვიცნოთ ადამიანის ხ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close