მთავარი » 2017 » სექტემბერი » 24 » ტესტის პასუხები – პატიოსანი თვალი
რეკლამა
9:31 AM
ტესტის პასუხები – პატიოსანი თვალი

  1. მარგალიტი

თქვენი ყველაზე დიდი ნიჭი ერთგულებაა. თქვენთვის ნებისმიერი ღალატი, საკუთარი თავის ღალატია. ბოლომდე მიჰყვებით დასახულ მიზნებს და ძალიან ძლიერი და ამტანი ადამიანი ხართ. ამაყი, თუმცა მოკრძალებული და ამავდროულად ძალიან უბრალო გულით.

ეს ქვა ათასწლეულების განმავლობაში ძალიან განსაკუთრებულ ქვად ითვლებოდა. მას ეთაყვანებოდნენ და პატივს სცემდნენ. ნახსენებია რელიგიურ ტექსტებშიც და სიწმინდის, სიბრძნის და პატიოსნების სიმბოლოა. თქვენ მშვიდი და კეთილი  ხართ, ოღონდ საკმაოდ ჭკვიანიც იმისთვის, რომ ამით ბოროტად სარგებლობის უფლებას არავის მისცეთ.

დრო თქვენს სასარგებლოდ მუშაობს, თქვენ იცვლებით, იხვეწებით და უკეთესი ხდებით. ყოველთვის ფიქრობთ სანამ რამეს იტყოდეთ და მოთმინებით ელოდებით იმ დღეს, როდესაც მთელი თქვენი დიდებულებით წარსდგებით ხალხის წინაშე.

  1. ლალი

თქვენი ყველაზე დიდი ნიჭი და მამოძრავებელი ძალა მეომარი სული და ჯანსაღი ამბიციაა. თქვენ გიყვართ შეჯიბრი, მოგწონთ დრამა, ამაღელვებელი მომენტები, მძაფრი შეგრძნებები და ომი, რომელშიც იმარჯვებთ! თქვენ გამჩნევენ და პატივს გცემენ. ქარიზმატული ადამიანი ხართ, რომელსაც სხვა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია!

ეს ძალიან ძვირფასი ქვაა. მეფეთა გვირგვინებს და რაინდთა მახვილებს ამშვენებდა. უძველეს დროში ლეგენდებიც კი დადიოდა მასზე, თითქოს თუ წყალში ჩააგდებდი, წყალი ადუღდებოდა, ან თუ სანთელს დაადებდი ზედ, ცვილი დადნებოდა. ასე ხართ თქვენც, თქვენთან რეაქციაში შემოსვლისას, ადამიანები იცვლებიან.

ყოველთვის როცა რთული პერიოდი გექნებათ, გახსოვდეთ რომ ცხოვრების ყველაზე დიდი გამარჯვება ჯერ კიდევ წინ გაქვთ და არასოდეს გაიტეხოთ გული!

  1. ალმასი

თქვენი ყველაზე დიდი ნიჭი უტეხობაა, შეუპოვრობა, უნარი წამოდგე ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც დაეცემი. ძლიერი და მიზანდასახული ადამიანი ხართ, რომელმაც ყოველთვის იცის რა უნდა და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერაფერი გადაეღობება. ბერძნულ ენაზე ამ ქვის სახელი ნიშნავს იმას, რის გატეხვაც შეუძლებელია. ეს ყველაზე ძლიერი სუბსტანციაა დედამიწის ზურგზე, შესაბამისად სიძლიერის და გამძლეობის სიმბოლოა.

გარდა ამისა უსაშველოდ პატიოსანი ხართ და ალალი. თქვენთვის უცხოა ფლიდობა და ტყუილი. ძალიან კეთილი და სუფთა ადამიანი ხართ, რომელიც შესაძლოა ადვილად ენთებოდეს და ბრაზდებოდეს, მაგრამ გულში ჩადება და სამაგიეროს გადახდები არ სჩვევია.

დარჩით ასეთივე მტკიცე და უშიშარი და წინ უამრავი საინტერესო თავგადასავალი გექნებათ.

 

  1. ცისფერი ტოპაზი

თქვენი უდიდესი ნიჭი ადამიანებთან სწორი კომუნიკაციის დამყარების ნიჭია. თქვენ საუბარი გეხერხებათ კარგად.  გაქვთ უზარმაზარი შინაგანი წონასწორობა, ბალანსი და ადამიანები თქვენ გვერდით კარგად გრძნობენ თავს.

უძველეს ცივილიზაციებში მიიჩნეოდა რომ ამ ქვას დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა. იგი ლალის სრული ოპოზიციაა, თუკი ლალი ადუღებდა წყალს, ტოპაზი პირიქით აგრილებდა. სწორედ ამიტომ მოლაპარაკების მშვიდობიანად დამთავრების მიზნით თან ატარებდნენ.

აქედან გამომდინარე იგი კომუნიკაციების ქვადაც იქცა. მშვიდობისმყოფელ ბუნებას შერწყმული შესანიშნავი ორატორული უნარების გამო მალე ძალიან დაფასდებით. ეცადეთ ეს თვისებები არ დაკარგოთ.

  1. პერიდოტი

თქვენი სიძლიერე თქვენს უნიკალურობაშია. არავინ იცის საიდან მოდის ამ ქვის სახელი და მოპოვებითაც მხოლოდ მეტეორიტებსა და ეგზოტიკურ მაღაროებში გვხვდება, რაც ძალიან იშვიათს ხდის მას. იგი განსაკუთრებულია და ამის გამო ძვირფასი. საუკუნეების განმავლობაში ატარებდნენ  სამეფო კარზე მას თავისი სამკურნალო თვისებებისა და გამწმენდი თვისებების გამო.

თქვენ რეზონანსული, ენერგიული და ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ იშვიათი ინდივიდუალობით და წინაც ძალიან ბევრი სიურპრიზი გელოდებათ, თუ რა თქმა უნდა არ დაკარგავთ ამ უნიკალურობას და სხვებისთვის მიბაძვას არ დაიწყებთ!

 

  1. აქუამარინი

თქვენი ყველაზე დიდი ნიჭი სხვების გაგების უნარია.  თქვენ ფსიქოლოგის ნიჭით დაიბადეთ, თუმცა რა კუთხით განვითარდებოდით ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტი გახლდათ. გაქვთ შესანიშნავი წარმოსახვის უნარი, იშვიათი ფანტაზია და ძალიან კეთილი ხართ. ერთდერთი რაც ხელს გიშლით ადვილად მოწყვლადობაა. თქვენი წყენინება ადვილია, რადგან მგრძნობიარე ბუნება გაქვთ.

ამ ქვას მეზღვაურები დასაცავად ატარებდნენ და ქალთევზების საყვარელი განძი გახლდათ, რადგან გაქვავებული ზღვაა. მისი ფერის და ამრეკლი ბუნების გამო შამანები სხვა სამყაროებთან კავშირისთვის იყენებდნენ.

თქვენ შინაგანად ძალიან კარგად გესმით სამყაროს უმთავრესი პრინციპები, ხვდებით რა არის სწორი და რა არასწორი. ეცადეთ არ აყვეთ ემოციებს და თუ მოახერხებთ შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებას თქვენი ბავშვობის ოცნება – გაეხვეთ რაიმე ძალიან საინტერესო და ამაღელვებელ თავგადასავალში -მალე აგისრულდებათ.

  1. ტანზანიტი

თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე თქვენი ინტუიციაა. გრძნობადი ადამიანი ხართ მძლავრი ინსტიქტებით. ძლიერი ადამიანის ენერგიას ასხივებთ და ხალხს უყვარხართ.

ეს ქვა უიშვიათესი ქვაა, მთელ პლანეტაზე მხოლოდ ერთ ადგილას მოიპოვება და ამის გამო ძალიან ბევრ უნიკალურ თვისებებს მიაწერენ. განსაკუთრებით, ექსტრასენსორული შესაძლებლობების კუთხით არის ნამდვილი განძი. თქვენ ძლიერი ფსიქოლოგიური შესაძლებლობები გაქვთ. შეგიძლიათ ინსტიქტურად ყოველთვის იცით როგორ მოიქცეთ.

არასოდეს შეწყვიტოთ თქვენს შინაგან ხმასთან კავშირი. მისი მეშვეობით თქვენ მსოფლიო ცნობიერში ხართ ჩართული და სხვადასხვა ცივილიზაციებიდან თუ სამყაროებიდან იღებთ ინფორმაციას. თუკი ინტუიციას ენდობით, არასოდეს შეცდებით.

 

  1. ციტრინი

თქვენი ყველაზე დიდი ღირსება და სიძლიერე თქვენივე პოზიტიურობაა. რაც არ უნდა რთული პერიოდი გქონდეთ, ნეგატივში გადავარდნას ვერ ახერხებთ თბილი, უსაშველოდ დადებითი და კეთილშობილი ბუნების გამო. ყველაზე მძიმე წუთებშიც კი შეგიძლიათ იპოვოთ ღიმილისა და პოზიტივისთვის ძალას.

ეს ქვა ნეგატიური ფიქრების პოზიტიურად გარდაქმნის სიმბოლოა. თქვენ ძალიან დადებითი ადამიანი ხართ, მუდამ პოულობთ გამოსავალს თქვენი თუ მთელი თქვენი გუნდისთვის. მაშინ როდესაც ირგვლივ წყვდიადი მეფობს, ამ წყვდიადშიც კი ცდილობთ პატარა სხივი მაინც უწილადოთ გარშემომყოფებს თქვენი ანთებული გულიდან. თქვენ კრეატივით სავსე მომხიბლავი ადამიანი ხართ.

ნურასოდეს დაკარგავთ ამ თვისებას. დარჩით მუდამ პოზიტიური. ღრუბლები ეცდებიან ხოლმე ჩამოგეფარონ, მაგრამ თუკი არ შეწყვეტთ ნათებას, აუცილებლად გაფანტავთ მათ.

 

  1. ვარდისფერი ტურმალინი

თქვენი ყველაზე დიდი ღირსება თქვენი ახალგაზრდული ბუნებაა. რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, გული მაინც ბავშვის გრჩებათ. სიყვარულით, სიკეთით, სიხალასით და გულუბრყვილობით სავსე.

რა რთული ცხოვრებაც არ უნდა გაიაროთ, თქვენს გულს სიბოროტე ვერ ეკარება. თქვენთვის უცხოა წყენის დამახსოვრება და მიუხედავად იმისა რომ ძალიან მგრძნობიარეც ხართ,  იარები ადვილად გირჩებათ. ეს ქვა მეცნიერებისთვისაც საინტერესო ქვაა, რადგან აღმოაჩინეს, რომ თუკი მას გაათბობდი ან გახეხავდი, იმუხტებოდა. ასე ხართ თქვენც, ძალიან ადვილად შედიხართ რეაქციაში და თქვენთვის გაკეთებული ძალიან პატარა სიკეთითაც კი იმხელა ენერგიით და პოზიტივით ივსებით, მზად ხართ ყველას გაუნაწილოთ.

არასოდეს ჩაკლათ პატარა პრინცის ხმა თქვენში. თქვენი ბავშვურობა თქვენი ყველაზე დიდი ღირსებაა.

 

  1. ამეთვისტო

თქვენი უმთავრესი ღირსება სიფხიზლეა. არასოდეს გამოდიხართ წონასწორობიდან და საღ აზრს ყოველთვის ინარჩუნებთ. ამეთვისტო რომ თარგმნოთ ,,არა ტოქსიკურს“ ნიშნავს, ძველი ბერძნები მას წვეულებებზე ატარებდნენ, რომ სიმთვრალეს მათთვის წონასწორობა არ დაეკარგინებინა. როგორც არ უნდა ეცადონ გარშემომყოფები თქვენს ძირს ჩამოგდებას, მოწოდების სიმაღლიდან არასოდეს ჩამოხვალთ

საკმაოდ განათლებული ადამიანი ხართ, საკუთარი ღირსების გრძნობით. სერიოზულობის და თავშეკავებულობის წყალობით, მუდამ ახერხებთ მიხვდეთ სად როგორ დაიჭიროთ თავი და ტვინს ვერავინ გირევთ.

ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ცოტა რელაქსსაც თუ მოახერხებთ ყველაფერთან ერთად, მთლად შესანიშნავი იქნება.

ნანახია: 1526 | დაამატა: Admin | ტეგები: ტესტის პასუხები – პატიოსანი თვალი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close