მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 25 » ტიბეტური ტესტი - თუ საკუთარ გრძნობებში გარკვევა გსურთ
რეკლამა
9:44 PM
ტიბეტური ტესტი - თუ საკუთარ გრძნობებში გარკვევა გსურთ

ზოგჯერ ძნელია საკუთარ გრძნობებსა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში გარკვევა. სწორედ ამაში დაგეხმარებათ ეს ტესტი. ეცადეთ, ქვემომოცემულ სამ მარტივ კითხვას დაუფიქრებლად უპასუხოთ.

 

1. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ ხუთი ცხოველი დგას: ცხვარი, ძროხა, გოჭი, ვეფხვი და ცხენი. დაალაგეთ ისინი თქვენი სიმპათიის მიხედვით - დაიწყეთ იმ ცხოველით, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

 

2. რა ასოციაციას იწვევს თქვენში თითოეული:
კატა - ...
ყავა - ...
ძაღლი - ...
ზღვა - ...
ვირთხა - ...

 

3. აირჩიეთ ფერი თქვენთვის მნიშვნელოვანი ხუთი ადამიანისთვის:
წითელი - ...
ყვითელი - ...
თეთრი - ...
ნარინჯისფერი - ...
მწვანე - ...

 

შედეგები:
1. პირველ კითხვაზე გაცემული პასუხი იმაზე მიგვანიშნებს, რა არის თქვენთვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი:
ცხენი ნიშნავს ოჯახს; ძროხა - კარიერას; გოჭი - ფულის შოვნის სურვილს; ვეფხვი - ღირსებას; ცხვარი -  სიყვარულს.

 

2. მეორე კითხვაზე პასუხი თქვენს შეხედულებებზე გვამცნობს:
ვირთხის ასოციაცია მტრებთან თქვენს დამოკიდებულებას განსაზღვრავს;
კატის - საყვარელ ადამიანთან თქვენს დამოკიდებულებას;
ძაღლის - თქვენს პიროვნებას ხსნის;
ზღვის - ცხოვრებასთან თქვენს ზოგად დამოკიდებულებას. 
ყავის - სექსთან თქვენს დამოკიდებულებას.

 

3. მესამე კითხვაზე პასუხი თქვენს ცხოვრებაში თქვენი ახლობლების მნიშვნელობაზე მიუთითებს:
წითელი - ვისაც ეს ფერი მიანიჭეთ, ის თქვენი საყვარელი ადამიანია;
ყვითელი - ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს; 
თეთრი - ეს ადამიანი თქვენი მონათესავე სულია; 
მწვანე - ამ ადამიანს ვერასოდეს დაივიწყებთ; 
ნარინჯისფერი - ეს ადამიანი კი თქვენი ყველაზე ნამდვილი მეგობარია.

 

წყარო: factroom.ru

ნანახია: 397 | დაამატა: Admin | ტეგები: ტიბეტური ტესტი - თუ საკუთარ გრძნობე | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close