მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 1 » თქვენი დახასიათება ბედნიერების ფსიქოლოგიის მიხედვით
რეკლამა
10:26 AM
თქვენი დახასიათება ბედნიერების ფსიქოლოგიის მიხედვით

დაუფიქრებლად აირჩიეთ ის ყვავილი, რომელიც ყველაზე მიმზიდველად გეჩვენებათ...

 

1-ლი ყვავილი - გულუხვი და მორალური ხართ
სურვილი გაქვთ, გარშემომყოფებზე უკეთესი იყოთ. ამბიციური ხართ და საკუთარი თავის მიმართ – მომთხოვნი. ხალხს ჰგონია, რომ თქვენ გვერდით ყოფნა რთული იქნება, მაგრამ თქვენ უფრო გიჭირთ მათ გვერდით გაჩერება. მუშაობთ, მაგრამ ეგოისტი არ ხართ; მუშაობთ, რათა სამყარო გააუმჯობესოთ, გარშემომყოფებისთვისაც კი. გიყვართ, სანამ გატკენენ, მერე კი გული გიცრუვდებათ. ძალიან ცოტაა ისეთი ხალხი, ვისაც თქვენი საქმიანობის, თქვენი პიროვნების ღირსეულად დაფასება შეუძლია.

 

მე-2 ყვავილი - სამართლიანი და მხიარული ხართ
გამძაფრებული გაქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, განსაკუთრებულად ზრუნავთ გარშემომყოფებზე. მუშაობის სამართლიანი წესები გაქვთ და არც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ერიდებით. კარგი ხასიათის პიროვნება ხართ, გიყვართ ხალხი და ენდობით მათ. ენერგიული, მხიარული ადამიანი ხართ, რომელსაც ყოველთვის აქვს ახლობლებისთვის მოსაყოლი საინტერესო და მხიარული ამბები.

მე-3 ყვავილი - ჭკვიანი და დაფიქრებული ხართ
არაჩვეულებრივი მოაზროვნე ხართ. თქვენი იდეები და აზრები, – აი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გიყვართ მსჯელობა, ოღონდ თქვენთვის, განმარტოებით. ინტროვერტი ხართ. იმ ადამიანებს უმეგობრდებით, ვისაც ფიქრი და სწავლა უყვარს. არასდროს ხართ ზედაპირული. უამრავ დროს კარგავთ ფიქრზე, გააზრებაზე და იმას აკეთებთ, რაც სწორად მიგაჩნიათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საზოგადოება გიპირისპირდებათ.

მე-4 ყვავილი - ფილოსოფიური და შემოქმედებითი ხართ
უნიკალური და განუმეორებელი პიროვნება ხართ. თქვენ გვერდით თქვენთან ოდნავ მიახლოებულიც კი ძნელად მოიძებნება. ცოტა უცნაური და ძალიან ინტუიციური ხართ. გული გტკივათ, თუ თქვენი სწორად არ ესმით. თქვენთვის აუცილებელია, გქონდეთ საკუთარი სამყარო, სივრცე, სადაც უნებართვოდ არავინ შემოიჭრება. შემოქმედებას მეტი დრო უნდა დაუთმოთ და ის საზოგადოებას უნდა გააცნოთ. თქვენ ის ადამიანი ხართ, ვინც თვალნათლივ ხედავს ცხოვრების ბნელ და ნათელ მხარეებს. ამასთანავე, ემოციურიც ხართ.

მე-5 ყვავილი - საკუთარ თავში დარწმუნებული და ლიდერი ხართ
დამოუკიდებელი ადამიანი ხართ, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. „მე თვითონ“, „მე გავაკეთებ“ – ეს ის ფრაზებია, რომლებსაც ხშირად ამბობთ. იცით, რომ საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანებისთვის თქვენზე სანდო და მზრუნველი არავინაა. იცით, რისი მიღწევა გსურთ და მიზანმიმართულად მიიწევთ გამარჯვებისკენ. ერთადერთი, რასაც გარშემომყოფებისგან ითხოვთ, გულწრფელობაა და მუდამ მზად ხართ სიმართლის მოსასმენად.

მე-6 ყვავილი - მომხიბვლელი და ენერგიული ხართ
მხიარული და ენერგიული ადამიანი ხართ. სპონტანური, მაგრამ ჰარმონიული და გარშემომყოფებს დისკომფორტს არ უქმნით. მუდამ ენთუზიაზმით ხართ აღსავსე და მუდამ მზადყოფნაში ახალი იდეების განსახორციელებლად, ახალი მწვერვალების დასაპყრობად და, რა თქმა უნდა, მეგობრების დასახმარებლად. გიყვართ თავგადასავლები და ზოგჯერ თქვენი საქციელით ხალხის შოკში ჩაგდება. მაგრამ კი არ თამაშობთ, ბუნებრივად ხართ ასეთი. თქვენთვის ყველაფერი საინტერესოა და ყველაფერი გიტაცებთ. თუ რაიმემ დაგაინტერესათ, ვერ მოისვენებთ, სანამ ბოლომდე არ ამოხსნით.

მე-7 ყვავილი - ბედნიერი და აუღელვებელი ხართ
გარშემომყოფების მოსმენა ყურადღებითა და საყვედურების გარეშე შეგიძლიათ. მგრძნობიარე და სხვისი ჭირის გამზიარებელი ადამიანი ხართ. მიგაჩნიათ, რომ ყველას ცხოვრების საკუთარი გზა აქვს გასავლელი. ადვილად უგებთ ადამიანებსა და მოვლენებს. იშვიათად ნერვიულობთ და სტრესგამძლეც ხართ. როგორც წესი, მუდამ უკეთესი მომავლის იმედი გაქვთ და ცდილობთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გიყვართ დროსტარება და არჩეული გზიდან არასდროს გადაუხვევთ.

მე-8 ყვავილი - კეთილი და მგრძნობიარე ხართ
ხალხთან საერთო ენის გამონახვა არ გიჭირთ. უამრავი მეგობარი და ნაცნობი გყავთ და მუდამ გაქვთ სურვილი, მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. თბილი და ნათელი აურა გაქვთ, ადამიანები თქვენ გვერდით თავს მშვიდად გრძნობენ. თავად კი ყოველდღიურად ცდილობთ, უკეთესობისკენ შეიცვალოთ. გსურთ, გარშემომყოფებისთვის საინტერესო იყოთ. თქვენთვის ჰაერივით აუცილებელია სიყვარული და ხშირად ის ადამიანებიც გიყვართ, ვინც საპასუხო გრძნობით არ გპასუხობთ.

მე-9 ყვავილი - ოპტიმისტი და იღბლიანი ხართ
ფიქრობთ, რომ ცხოვრება საჩუქარია და ცდილობთ, მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ მისგან. ამაყობთ იმით, რასაც ცხოვრებაში მიაღწიეთ და მათით, ვინც გვერდით გყავთ და გიყვართ. მოვლენებს საღად აფასებთ და ნებისმიერ საშუალებას იყენებთ, რათა ცხოვრების პირობები გაიუმჯობესოთ, ისწავლოთ და გაიზარდოთ. მიგაჩნიათ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, უნდა დატკბეთ თითოეული მომენტით და წუწუნით ვერაფერს უშველით.

 

FunTime.Ge

ნანახია: 1169 | დაამატა: Admin | ტეგები: თქვენი დახასიათება ბედნიერების ფსიქ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close