მთავარი » 2017 » სექტემბერი » 8 » თქვენი ხასიათი ჟესტის მიხედვით
რეკლამა
12:49 PM
თქვენი ხასიათი ჟესტის მიხედვით

სხეულის ენა კარგად აჩვენებს ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტს. აირჩიეთ ჟესტი, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ...

 

А
მაღალი მგრძნობელობა, მდიდარი ფანტაზია, გულწრფელობა და სიკეთე თქვენი პიროვნული მახასიათებლებია. 
კარგად განვითარებული წარმოსახვის უნარი გაქვთ. ენერგიული ხართ, თუმცა ზოგჯერ მოუთმენელი და მერყევი. გიყვართ ზედმეტი ცნობისმოყვარეობა. ხშირად დაუცველობის განცდა გეუფლებათ. შეგიძლიათ კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა. იცით, ვინ იმსახურებს სიყვარულს და ვინ - სიძულვილს. გაქვთ უნარი, უზომოდ შეიყვაროთ და გააბედნიეროთ საწინააღმდეგო სქესის ადამიანი.

 

 

B
ნიჭი, შემოქმედებითი უნარი და გულმოდგინება თქვენი პიროვნული მახასიათებლებია. გეშინიათ შეცდომებისა და დანაკარგების. გყავთ უამრავი მეგობარი სხვადასხვა სფეროში. გამოძრავებთ კეთილშობილური მიზნები. გაქვთ განსაკუთრებული ხიბლი. ერთგული და იდეალისტი ხართ. საქმეში მოქნილობით გამოირჩევით. არ გიყვართ ადამიანები, რომლებსაც მაღალი თვითშეფასება აქვთ. საყვარელი ადამიანისგან ყოველთვის გადაჭარბებულ ყურადღებას ითხოვთ. ხშირად ეჭვიანობთ ხოლმე.

 

 

С
კრეატიულობა, ინტელექტი, მახვილგონიერება და პრაქტიკულობა თქვენი პიროვნული მახასიათებლებია. საქმეში მოწადინებული ხართ. არ გიყვართ, როდესაც თქვენი ინტერესების გამო ვინმე ზარალდება. ეტრფით სილამაზესა და ხელოვნების ნიმუშებს. ხართ მჭევრმეტყველი და ემოციური. იცით, როგორ მართოთ სხვა. ხშირად ხართ ჩუმად - ეს თქვენი სისუსტეა. არ მოგწონთ აურზაური და ხალხმრავალი ადგილები. მზად ხართ, საყვარელ ადამიანს გაუზიაროთ თქვენი ემოცია, თუმცა, თუ ერთხელ მაინც მისგან გული გეტკინებათ, ვეღარასდროს შეძლებთ პატიებასა და ურთიერთობის აღდგენას.

 

წყარო: FunTime.Ge

ნანახია: 1247 | დაამატა: Admin | ტეგები: თქვენი ხასიათი ჟესტის მიხედვით | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close