მთავარი » 2017 » სექტემბერი » 13 » თქვენი თავისებურებები ბალიშის მიხედვით
რეკლამა
8:50 PM
თქვენი თავისებურებები ბალიშის მიხედვით

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბალიშის გარეშე იძინებენ, მაგრამ, თუ თქვენ კომფორტისთვის ბალიში გჭირდებათ, მისი ფორმისა და რაოდენობის მიხედვით თქვენი თავისებურებების შესახებ გიამბობთ...

 

თუ ერთ ბალიშზე გძინავთ...

პრაქტიკული ხართ. მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობით. გიჭირთ ადამიანების ნდობა. ცხოვრებას ობიექტურად აღიქვამთ, ამიტომ არარეალურ გეგმებს არ ისახავთ. არ გიჭირთ მოცემულობის მიღება. გეხერხებათ ადაპტაცია. ცდილობთ, დაპირება შეასრულოთ. ბავშვობიდანვე დამოუკიდებელი იყავით. არ გეშინიათ პასუხისმგებლობის აღების და გადაწყვეტილებების მიღების. კრიტიკულ სიტუაციებში ცივი გონებით მსჯელობთ. 

 

თუ საწოლში ორი ბალიში გიდევთ (ორივე თქვენ გეკუთვნით)...

ხშირად ნერვიულობთ. ცდილობთ, მომავლის პრობლემები წინასწარ განსაზღვროთ და თადარიგი დაიჭიროთ. უნდა გააცნობიეროთ, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და შეუძლებელია, წინასწარ ყველაფრის გათვლა. გჭირდებათ სითბო და სიყვარული. ასევე, სხვაზე ზრუნვის დაუშრეტელი მოთხოვნილება გაწუხებთ. 

 

თუ საწოლზე სამი ბალიში გიდევთ (ორი დეკორაციული)... 

ტრადიციების მიმდევარი ხართ. გონებაში ღრმად გაქვთ ჩაბეჭდილი, როგორ უნდა/არ უნდა იცხოვროთ. თქვენი და თქვენი მშობლების შეხედულებები უმეტესწილად ემთხვევა. ბავშვი აღარ ხართ, მაგრამ ჯერ კიდევ მათი ფასეულობებით ცხოვრობთ. არც კი ფიქრობთ, რომ შეიძლება სამყარო სხვა კუთხით დაინახოთ. 

 

თუ ბალიშს გამოკვეთილი ფორმა არ აქვს...

არაჩვეულებრივად ერკვევით საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნილებებში. გულწრფელი ხართ, როგორც საკუთარ თავთან, ასევე ადამიანებთან: ოჯახის წევრებთან, პარტნიორთან, მეგობრებთან და კოლეგებთან. მიგაჩნიათ, რომ ცხოვრება ნეგატიური შეგრძნებებისთვის ძალიან ხანმოკლეა, ამიტომ პრობლემებს მსუბუქად აღქვამთ და ყველა მოვლენას პოზიტიურად უდგებით. ხშირად იცინით და ხუმრობთ, ამიტომ ხალხს მაგნიტივით იზიდავთ. 

 

თუ ბალიში დიდი და ოთხკუთხედია...

თავდაჯერებული ხართ, თავი განსაკუთრებული ადამიანი გგონიათ. ხალხთან ურთიერთობისას საკუთარ უპირატესობას მძაფრად გრძნობთ (ეს შეგრძნება რეალობას შეესაბამება თუ არა, ეს სხვა საკითხია.) არ გენანებათ ფულის ხარჯვა საკუთარ თავზე. ზრუნავთ საყვარელ ადამიანებზეც და გჯერათ, რომ ვერავინ გაუწევს მათ თქვენზე უკეთეს მეგობრობას/მფარველობას.

 

FunTime.Ge

ნანახია: 279 | დაამატა: Admin | ტეგები: თქვენი თავისებურებები ბალიშის მიხედ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close