მთავარი » 2017 » სექტემბერი » 14 » TOP 5 პროდუქტი ძლიერი ძვლებისთვის
რეკლამა
9:42 PM
TOP 5 პროდუქტი ძლიერი ძვლებისთვის

იმისათვის, რომ ძვლები და კბილები იყოს ძლიერი, აუცილებელია, რომ რაციონში იყოს საკმარისი კალციუმი. ძვლების გაძლიერების მიზნით, რაციონში თქვენ უნდა შეიყვანოთ ზოგიერთი სასარგებლო პროდუქტები.

რძის პროდუქტები

რძე, ყველი, ხაჭო და იოგურტი – კალციუმის ძირითადი მიმწოდებლებია. ისინი ასევე შეიცავს ვიტამინ D, რომელიც ხელს უწყობს ამ ელემენტს შეწოვაში.

ფოთლოვანი მწვანილი

ისინი, ვინც რძის პროდუქტებს რაიმე მიზეზით არ ეკარებიან, შესაძლოა ორგანული კალციუმის სხვა წყაროები გამოადგეს. ესენია: ნიახური, ისპანახი და კომბოსტო. კალციუმის გარდა, ისინი მდიდრები არიან ვიტამინებით B, E და PP.

მარცვლეული და პარკოსნები

კალციუმის გარდა ძვლებს და სახსრებს ესაჭიროებათ მაგნიუმიც, რომელიც შედის ხორბლის ქატოში, მარცვლეულსა და პარკოსნებში. ძვლებისთვის ერთ-ერთ საუკეთესოდ ყავისფერი ბრინჯი ითვლება.

ლუდი

კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში ერთი ბოთლი ლუდი სასარგებლოა ძვლებისა და სახსრებისათვის. საქმე იმაშია, რომ ლუდი შეიცავს დიეტურ სილიციუმს და ფიტოსესტროს, რომლებიც ორგანიზმს ძვლის მასის დაკარგვისგან იცავენ.

ორაგული

ფოსფორი, ომეგა-3, ცხიმოვანი მჟავები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები კალციუმის ათვისებისთვის ძალიან აუცილებელია. 200 გრ წითელი თევზი შეიცავს ვიტამინი D დღიურ ნორმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ძვლების ჯანმრთელობისათვის.

 

Simp.Ge

ნანახია: 287 | დაამატა: Admin | ტეგები: TOP 5 პროდუქტი ძლიერი ძვლებისთვის | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close