მთავარი » 2017 » სექტემბერი » 11 » ცა და დედამიწა - როგორ ცხოვრობენ ადამიანები ორ კორეაში?!
რეკლამა
7:46 AM
ცა და დედამიწა - როგორ ცხოვრობენ ადამიანები ორ კორეაში?!

ორი კორეა - ჩრდილოეთში კომუნისტური, ხოლო სამხრეთში კაპიტალისტური - იდეოლოგიური განსხვავების გამო, 60 წელია, პასიური ომის მდგომარეობაშია და შანსი, რომ ოდესმე გაერთიანდებიან, არ ჩანს. ფოტოგრაფ ჯეიკობ ლაუკაიტისის (Jacob Laukaitis) ფოტოპროექტში ნათლად ჩანს ამ იდეოლოგიური განსხვავების შედეგები.

 

სამხრეთ კორეა უზარმაზარ თანხებს ხარჯავს ეკონომიკის აღორძინებაზე და ამ მხრივ იაპონიასაც კი უწევს კონკურენციას. 
ჩრდილოეთ კორეას კი ეკონომიკა და მოსახლეობის ცხოვრების დონე ნაკლებად ადარდებს და კოლოსალურ თანხებს ხარჯავს შეიარაღებაზე. 
შესაბამისად, ამ ორ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონე სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. 

ცნობილმა ფოტოგრაფმა ჯეიკობ ლაუკაიტისმა (Jacob Laukaitis) ოდესღაც ერთიანი ქვეყნის ორივე ნაწილი მოინახულა და შთამბეჭდავი სურათების სერია შექმნა, რომელშიც კარგად ჩანს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დღეს არსებული განსხვავება. 

„ჩრდილოეთი კორეა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ქვეყანაა, რომელიც მინახავს. ჩასვლის პირველივე დღეს ჩამომართვეს პასპორტი და ამიკრძალეს რამდენიმეკაციანი ჯგუფის გარეშე გადაადგილება. ვაღიარებ, ნანახით შოკირებული დავრჩი, ამიტომ კორეის ნახევარკუნძულზე გვერდიგვერდ მდებარე ორი სახელმწიფო რომ შემედარებინა, ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრება გადავწყვიტე“, - ჰყვება სემუელი თავისი შვიდდღიანი მოგზაურობის შესახებ. 

შეუძლებელია 100%-ით იყო დარწმუნებული რამეში, მით უმეტეს, როცა საქმე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახურულ ქვეყანას - ჩრდილოეთ კორეას ეხება. ქვეყანას, რომელიც უამრავ საიდუმლოს მალავს, - აღიარა ჯეიკობ ლაუკაიტისმა. 

  • ასე ისვენებენ ჩრდილოეთ კორეაში

  • ასე ისვენებენ სამხრეთ კორეაში

  •  სამხრეთ კორეის ახალგაზრდობა

  • ჩრდილოეთი კორეა

  • ერთ-ერთი ქუჩა სამხრეთ კორეაში

  • ჩრდილოეთი კორეა

  • სამხრეთ კორეა. ავტოსადგომი

  • ჩრდილოეთი კორეა. ავტოსადგომი

  • სამხრეთ კორეა

  • ჩრდილოეთი კორეა

     

  • სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უნივერსიტეტი

     

  •  ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთი უნივერსიტეტი

     

  • სამხრეთ კორეის ვაგზალი

     

  • ჩრდილოეთ კორეის ვაგზალი

     

FunTime.Ge

ნანახია: 429 | დაამატა: Admin | ტეგები: ცა და დედამიწა - როგორ ცხოვრობენ ად | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close