მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 22 » წარბების ფორმით გაიგე, როგორია ეს ადამიანი სიყვარულში
რეკლამა
11:41 PM
წარბების ფორმით გაიგე, როგორია ეს ადამიანი სიყვარულში

წარბები ბევრ რამეს გვატყობინებს: გაბრაზებული ხართ თუ გაოცებული, დაფიქრებული თუ დაბნეული. ბუნებრივი ფორმა რომც აღარ ჰქონდეს, წარბები მაინც ბევრს გვიამბობს ადამიანის ხასიათზე და იმაზეც კი, როგორია სასიყვარულო ურთიერთობებში.

 

მაშ ასე:

 


1. სწორი წარბები
არა აქვს მნიშვნელობა, რა ვითარებებში ჩაგაგდებთ ცხოვრება, ნებისმიერი პრობლემის სწრაფად და სწორად გადაწყვეტა შეგიძლიათ. თქვენ ხართ ადამიანი, რომლის ნდობაც შეიძლება.
დიდი ორგანიზატორული უნარი გაქვთ. ადვილად და ძალდაუტანებლად შეგიძლიათ რამდენიმე საქმის ერთდროულად და ერთნაირი წარმატებით შესრულება - ეს ეხება როგორც საოჯახო, ისე სამსახურის საქმეებს. 
სიყვარულში შემართებული და ვნებიანი ხართ. თქვენ ყოველთვის იმ ადამიანის გვერდით იმყოფებით, ვინც თქვენს გულს სურს. სიყვარული „გარიგებით“ - ეს თქვენთვის არ არის.

 

2. „გადატეხილი“ წარბები
საქმე ყოველთვის ბოლომდე მიგყავთ და არაფერს ტოვებთ დაუმთავრებელსა და დაუსრულებელს. თქვენი ცხოვრების დევიზია - ყოველთვის წინ.
ძალიან ყურადღებიანი, შემოქმედებითი და საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნება ხართ. ეს ის თვისებებია, რაც დადებითად გახასიათებთ როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში.
მშვენიერის აღქმის უნარი გაქვთ, შეგეძლოთ, გამხდარიყავით კარგი მსახიობი, მხატვარი, დიზაინერი ან სტილისტი.
სიყვარულში ვერავინ გაგეჯიბრებათ. თქვენ ამოუცნობი და გამომხატველობითი ნიჭით ხართ დაჯილდოებული. თქვენ გვერდით მყოფი ადამიანი, უბრალოდ, ბედნიერია. მას თქვენთან არასდროს სწყინდება.

 

3. „სახლივით“ წარბები
ნაზი და მგრძნობიარე სული გაქვთ. კომუნიკაბელური და გულღია ბრძანდებით. თქვენთვის ახალი მეგობრების გაჩენა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს.
სხვა ადამიანების პრობლემებში კარგად ერკვევით და მზად ხართ, მათ დაეხმაროთ კიდეც. ამის გამო გაფასებენ კიდეც. თქვენი ბუნებრივი მომხიბვლელობა და მიმზიდველობა ბევრს აოცებს. თუმცა თქვენ ამას შეიძლება ვერც კი ამჩნევდეთ.
გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხართ. სიყვარულისგან ყოველთვის რაღაც ზღაპრულსა და უჩვეულოს ელით. უნდა ითქვას, რომ ხშირად ასეც არის. თქვენი ურთიერთობები ყოველთვის რომანტიზმითა და სინაზით სავსეა. სრული ბედნიერებისთვის ერთი რამ გჭირდებათ: თქვენმა მეწყვილემ სათანადოდ უნდა დაინახოს და დააფასოს თქვენი ფაქიზი სული. 

4. „გასაფრენად გამზადებული“ წარბები
თქვენ ინდივიდუალისტი ხართ. არასდროს ცდილობთ, გარემოცვას თქვენი უპირატესობა დაუმტკიცოთ, თქვენ საკუთარი თავის ფასი ისედაც იცით. ამიტომაც ფუჭ საუბრებსა და შემთხვევით ნაცნობებზე დროს არ კარგავთ. თქვენ კარგად ხედავთ საკუთარ მიზანს და მისკენ მიისწრაფვით.
ერთადერთი ადამიანი, რომელიც მართლაც გაინტერესებთ, ეს თქვენი თავია. ზოგჯერ ეს სამსახურში საქმეს გირთულებთ. თქვენი დამოუკიდებლობა ხშირად აგრესიასა და ქედმაღლობაში ეშლებათ. სინამდვილეში თქვენ, უბრალოდ, გსურთ საუკეთესო იყოთ.
სასიყვარულო ურთიერთობებში ისეთივე ეგოისტი ხართ, როგორც საერთოდ ცხოვრებაში. ყოველთვის მხოლოდ საუკეთესო გსურთ. თქვენს მიზანსწრაფულობას საზღვარი არ აქვს. თქვენი თანამგზავრი იდეალური უნდა იყოს და ამასთანავე, თქვენით აღფრთოვანებული. მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ თქვენგანაც იმავეს მოითხოვენ.

 

5. მორკალული წარბები
თქვენ პასუხისმგებლიანი, სერიოზული და კეთილშობილი ადამიანი ხართ. ასევე, სამართლიანობის მძაფრი გრძნობაც გაქვთ. ცდილობთ, ისე იცხოვროთ, რომ სხვებს პრობლემები არ შეუქმნათ და უხერხულ ვითარებებს გაურბიხართ.
ძლიერ მომთმენი ხართ და საკუთარი ცხოვრების ორგანიზებას კარგად ახერხებთ. დაგეგმილი ყოველთვის ბოლომდე მიგყავთ. სახლშიც და სამსახურშიც ძლიერ გაფასებენ.
თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები სხვებისთვის მისაბაძი მაგალითია. თქვენ იცით დაფასება და იმის შენარჩუნება, რაც გაქვთ. თქვენ პარტნიორისგან ზედმეტს არ ითხოვთ. ეს გეხმარებათ, ბედნიერი იყოთ.

 

წყარო: slovofraza.com

ნანახია: 707 | დაამატა: Admin | ტეგები: წარბების ფორმით გაიგე, როგორია ეს ადამიანი სიყვარულში | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close