მთავარი » 2017 » სექტემბერი » 7 » ცაცია ხარ, მემარჯვენე თუ ამბიდექსი?
რეკლამა
8:44 AM
ცაცია ხარ, მემარჯვენე თუ ამბიდექსი?

მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ადამიანი თავად ირჩევს, რომელ ხელს უფრო მეტად დატვირთავს, სხვები კი ვარაუდობენ, რომ ეს მუცელშივე განსაზღვრულია. თქვენ რომელი ხელით წერთ? იკვებებით ან იბანთ? 

 

თუ თქვენ ცაცია (მემარცხენე) ხართ...

 

მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია ცაცია. აღნიშნული ფენომენი უძველეს დროშიც არსებობდა, რასაც ადამიანთა ნასახლარები მოწმობს. ცაციების ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მარცხენაზე მეტად განვითარებულია, ამიტომ ისინი მემარჯვენეებზე ემოციურები არან. მათ კარგი წარმოსახვის უნარი და მრავალფეროვანი ფანტაზია აქვთ.  მემარცხენეებში ფსიქოლოგიური დაავადებების გაჩენის უფრო დიდი რისკი არსებობს. თუ თქვენ ცაცია ხართ, სხვა ადამიანებისგან განსხვავებულად აღიქვამთ ბგერებს, მუსიკას და ხმაურს. თქვენთვის უფრო კომფორტული მოსასმენია ნელი ბგერათაშეხამება. უდავოდ ძალიან კრეატიული ხართ. გეხერხებათ სცენაზე/ეკრანზე თამაში, ხატვა, წერა ან მუსიკის შექმნა. არჩევნებში ხშირად სწორედ მემარცხენეები იმარჯვებენ, რადგან ადამიანებში ნდობის მაღალი მაჩვენებლით სარგებლობენ.
 

 

თუ ამბიდექსი ხართ...

 

მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 1 %-ს შეუძლია, ორივე ხელი თანაბარი დატვირთვით გამოიყენოს. თუ თქვენ ამ უიშვიათეს კატეგორიას მიეკუთვნებით, გაგიმართლათ. თქვენი ტვინის ორივე ნახევარსფერო თანაბრად არის განვითარებული და შეიძლება ითქვას, რომ გენიოსი ხართ! ამბიდექსები ემოციურად გაწონასწორებული ადამიანები არიან. იშვიათად ბრაზდებიან, მაგრამ თუ აფეთქდნენ, მათი აგრესია დამაგნრეველი და გამანადგურებელია. მართალია, ბავშვობაში ბევრი პრობლემა ექმნებათ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად საკუთარი უნარ-ჩვევების სწორად გამოყენებას იწყებენ. 
 

 

თუ თქვენ მემარჯვენე ხართ...

 

უმრავლესობაში მოხვდით! თქვენ ალბათ არ იცოდით, რომ მემარჯვენეებში გაცილებით უფრო მეტი ჰეტეროსექსუალია, ვიდრე ამბიდექსებში ან ცაციებში. დიდი ალბათობით თქვენ მხლოდ საპირისპირო სქესისადმი განიცდით ლტოლვას. თქვენი ტვინის მარცხენა მხარე მარჯვენაზე უკეთესადაა განვითარებული, ამიტომ გამოირჩევით ლოგიკური აზროვნებით, სწრაფი ანალიზის უნარით, მიდრეკილი ხართ მათემატიკისა და ტექნიკური მეცნიერებებისკენ, სწრაფად აკავშირებთ ფაქტებს ერთმანეთთან, რაციონალური ხართ და სამყაროს არა ერთ მთლიანობად, არამედ ნაწილებისგან აწყობილ სურათად აღიქვამთ.

 

წყარო: FunTime.Ge

ნანახია: 476 | დაამატა: Admin | ტეგები: ცაცია ხარ, მემარჯვენე თუ ამბიდექსი? | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close