მთავარი » 2018 » ნოემბერი » 9 » წელიწადის რომელი დროა წარმატებული შენი ზოდიაქოსთვის?
რეკლამა
11:07 AM
წელიწადის რომელი დროა წარმატებული შენი ზოდიაქოსთვის?

ყველას გვაქვს საყვარელი სეზონი, მაგრამ, ასტროლოგების თქმით, ჩვენი განწყობის მიუხედავად, არსებობს წელიწადის კონკრეტული დრო, რომელიც კონკრეტული ზოდიაქოსთვისაა განსაკუთრებით ხელსაყრელი...

 

ვერძი, მშვილდოსანი, ლომი - ცეცხლის სტიქიის ნიშნები
ისინი ყველაზე უკეთ ზაფხულში გრძნობენ თავს, რადგან მათი მფარველი პლანეტა მზე თავისი განვითარების პიკზეა. ამ ნიშნებს სწორედ ზაფხულში უჩნდებათ სურვილი, რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთონ და მომავლის გეგმებიც შეადგინონ. სწორედ ზაფხულში აქვთ მათ ენერგიის მოზღვავება და მთების გადადგმაც კი შეუძლიათ.
 

 

თევზი, მორიელი, კირჩხიბი - წყლის სტიქიის ნიშნები

მათთვის ყველაზე წარმატებული დრო შემოდგომაა. ამ დროს ისინი შთაგონებითა და აქტიური ცხოვრების სურვილით ივსებიან. ფოთოლცვენა და წვიმა მათში დადებით ემოციებს აღძრავს და შემოქმედებით ენერგიას აძლევს.
 

 

ქალწული, კურო და თხის რქა - მიწის სტიქიის ნიშნები

მათთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო ზამთარია. სიცივისა და უამინდობის მიუხედავად, ზამთარში ქალწული, კურო და თხის რქა ძალების მოზღვავებას გრძნობენ და შესანიშნავი განწყობა აქვთ. ამიტომ ზამთარში ისინი მზად არიან, გაბედულად იმოქმედონ და თამამი გადაწყვეტილებები უყოყმანოდ მიიღონ.
 

 

სასწორი, ტყუპები, მერწყული - ჰაერის ნიშნები

ამ ნიშნებისთვის ყველაზე ხელსაყრელი გაზაფხულია. ისინი, თითქოს, ზამთრის ძილიდან ფხიზლდებიან და ყველგან ყველაფერს ასწრებენ. ბუნების გამოღვიძება დადებითად აისახება ამ ნიშნების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

 

წყარო

ნანახია: 96 | დაამატა: Admin | ტეგები: წელიწადის რომელი დროა წარმატებული შ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close