მთავარი » 2018 » ივნისი » 19 » ცილოვანი პროდუქტები, რომლებიც დიეტისას აუცილებელია
რეკლამა
8:17 PM
ცილოვანი პროდუქტები, რომლებიც დიეტისას აუცილებელია

ცილები ასრულებს მთავარ როლს ჩვენს ორგანიზმში: საფუძველს ქმნის კუნთოვანი ქსოვილის წარმოსაქმნელად;
არის მასალა ყველა უჯრედის, ქსოვილისა და ორგანოს ასაგებად; უზრუნველყოფს ორგანიზმის იმუნიტეტს და გამოდის, როგორც ანტისხეული; მონაწილეობს საჭმლის მომნელებელ პროცესში.

 

ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანისთვის აუცილებელია დღეში, მინიმუმ, 0,8 გრ ცილის მიღება 1 კგ სხეულის წონაზე; ეს მაჩვენებელი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შემდეგნაირად გამოთვალა:
* ისწავლება აზოტის ბალანსი ორგანიზმში, რომელიც განსაზღვრავს ცილების ოდენობას „გარდაუვალი დანაკარგების“ შესავსებად (ოფლის, შარდის, განავლის, კანის დაშრევების, თმისა და ფრჩხილების დაკარგვის მეშვეობით).
* მიღებულ შედეგს ემატება სტანდარტული ცდომილება (25%).
* პლუს ცილის ხარისხის ცდომილება და შეთვისებადობა.

დიეტის დროს კიდევ უფრო აუცილებელია ცილოვანი პროდუქტი. მთავარია, ვიცოდეთ, რა, როგორ და რა რაოდენობით უნდა მივირთვათ:


ქათმის მკერდი

 

 

საშუალოდ, 180 გრამ ქათმის მკერდში 40 გრამი ცილაა. ამასთანავე, ცხიმი მხოლოდ 2 გრამია. ამგვარი პროდუქტის კალორიულობა 200 კილოკალორიას უდრის. ქათმის მკერდი ან გრილზე უნდა შეწვათ, ან მოხარშოთ. მთავარია, მომზადებისას ცხიმი არ იხმაროთ.

 

საქონლის ხორცი

 

 

ამგვარი ხორცის 200 გრამი 340 კილოკალორიას, 40 გრამ ცილას და 15 გრამ ცხიმს შეიცავს. ამას გარდა, საქონლის ხორცში ბევრი კალციუმი და თუთიაა, რომელიც ჩვენი ძვლებისთვის ესოდენ აუცილებელია.

 

ქათმის კვერცხი

 

 

7 კვერცხში 520 კილოკალორია, 35 გრამი ცხიმი და 40 გრამი ცილაა. უნდა ითქვას, რომ კვერცხში ყველაზე ფასეული ცილაა. თავის მხრივ, კვერცხის გული ცილის შეთვისებაში გვეხმარება. კვერცხი იმითაცაა კარგი, რომ მისი მომზადება ადვილია.

 

ორაგული

 

 

ორაგულის 200-გრამიანი ფილე 370 კილოკალორიას, 40 გრამ ცილას და 30 გრამ ცხიმს შეიცავს. ამასთანავე, ის ძალიან გემრიელი და სასარგებლო თევზია. სპეციალისტები ორაგულის მირთმევას კვირაში ორჯერ მაინც გვირჩევენ.

 

პროტეინი

 

 

ორი კოვზი პროტეინის ფხვნილი 170 კილოკალორიას, 40 გრამ ცილას შეიცავს და სრულიად უცხიმოა. ამგვარი ცილის ათვისება მირთმევისთანავე ხდება. თუმცა ბევრი ექიმი უპირატესობას მაინც ბუნებრივ ცილებს ანიჭებს. არადა მეცნიერებმა დიდი ხანია, დაამტკიცეს, რომ პროტეინის ფხვნილი არაფრით არ ჩამოუვარდება ქათმის კვერცხს. ამიტომაც მისი მიღების არ უნდა შეგვეშინდეს.

 

ხაჭო

 

 

ეს პროდუქტი ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტურია. მისი ღირებულება არც ისე დიდია. ამასთანავე, 200 გრამი ხაჭო 34 გრამ პროტეინს შეიცავს. ამას გარდა, მასში კაზეინია, რომელიც კუნთოვანი მასისთვის ძალიან სასარგებლოა.

 

კრევეტები

 

 

ყოველ 100 გრამ ამგვარ ზღვის პროდუქტზე 22 გრამი ცილა მოდის. ამასთანავე, ისინი ცხიმიანები არ არიან. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ზღვის პროდუქტები ძვირი სიამოვნებაა.

 

პარკოსანი კულტურები

 

 

 

პარკოსანი კულტურები დიდი რაოდენობით მცენარეული ცილების წყაროა.

 

წყარო

ნანახია: 164 | დაამატა: Admin | ტეგები: ცილოვანი პროდუქტები, რომლებიც დიეტისას აუცილებელია | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close