მთავარი » 2017 » ნოემბერი » 4 » ცნობილი ფსიქოლოგის 2 წუთიანი ტესტი... აირჩიეთ სურათზე გამოსახული ნივთებიდან ერთ–ერთი და ჩვენ გეტყვით როგორია თქვენი ემოციური მდგომარეობა
რეკლამა
8:28 AM
ცნობილი ფსიქოლოგის 2 წუთიანი ტესტი... აირჩიეთ სურათზე გამოსახული ნივთებიდან ერთ–ერთი და ჩვენ გეტყვით როგორია თქვენი ემოციური მდგომარეობა

არ აჩქარდეთ, კარგად დაათვალიერეთ ნახატი და აირჩიეთ ერთი კონკრეტული საგანი: 


საქანელა - ეროტიკული თამაშის სიმბოლოა. ეროტიკულ ფანტაზიებსაც ასახავს და მათდამი ლტოლვასაც. 

ველოსიპედი - სიახლეების სიმბოლოა. ცვლილებებისადმი გაქვთ ლტოლვა. 

ვაშლის კალათა - სიბრძნის, მიზანმიმართულობის და პირადი ბედნიერების სიმბოლოა. 

ლურსმნები - მოძალადეობის სიმბოლოა. თქვენი და გარშემო მყოფების მიმართ. 

მუზარადი - მამაცური სულისა და ვაჟკაცობის სიმბოლოა. აგრეთვე, იმპულსურობისა და დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილების. 

წიგნები - ცოდნისადმი სწრაფვის სიმბოლოა. 

ჩაქუჩი - სასურველის ძალისმიერი მეთოდებით მიღწევის სიმბოლოა. 

ნიღაბი - ემოციის სიმბოლოა, როგორ ექცევით  გარშემო მყოფებს - დადებითად თუ უარყოფითად.

ნახატი - სტაბილურობის სიმბოლოა. საქმეებში სუფთა ხართ და გსურთ, გარშემო ალალი ადამიანები გყავდეთ. 

ბორბალი - თითქოს ჩაკეტილ სივრცეში ხართ, გარშემო არსებული სამყაროს შეცვლა გსურთ. 

ძეხვი - ფიზიკური მდგომარეობის სიმბოლოა. ირჩევს ის, ვისაც ჯანმრთელობის ფარული დაავადება აქვს. 

ბადე - მარტოობის სიმბოლოა. შეიძლება დეპრესიული ხართ და შფოთავთ რაიმეს გამო. 

კიბე - წარმატების მიღწევის სიმბოლოა. გსურთ, მიზანს მიაღწიოთ. აგრეთვე შეიძლება, წარსულსა და მომავალს შორის ცდილობთ ბალანსის შენარჩუნებას. 

ყუთები - თქვენი პირადის სიმბოლოა. რაღაცის დაფარვის ან შენახვის. დაფიქრდით, რითი გსურთ მათი ავსება. 

ცოცხი - ფარული სურვილის სიმბოლოა. ინტიმური სიახლოვე გსურთ თქვენს საყვარელ ადამიანთან. 

გატეხილი სკამი - სტრესის, არასტაბილურობის, შფოთის სიმბოლოა. 

გატეხილი სარკე - შინაგანი ბრძოლის სიმბოლოა, რომელიც ორად გხლეჩთ და თავს ცუდად გაგრძნობინებთ. 

მაშა - ვალდებულების სიმბოლოა. თქვენ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება უნდა შეძლოთ, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გააკეთოთ.

ნანახია: 356 | დაამატა: Admin | ტეგები: ცნობილი ფსიქოლოგის 2 წუთიანი ტესტი. | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close