მთავარი » 2018 » მარტი » 15 » თურმე წყალს არასწორად ვსვამთ-კარდიოლოგების თქმით, მას თავისი წესები აქვს
რეკლამა
1:17 PM
თურმე წყალს არასწორად ვსვამთ-კარდიოლოგების თქმით, მას თავისი წესები აქვს

ბევრი ჩვენგანისთვის უკვე წესად იქცა დღის განმავლობაში ბევრი წყლის დალევა, თუმცა, კარდიოლოგების თქმით, ამას თავისი წესები აქვს.

თითქმის ყველა ექიმი აღნიშნავს, რომ დღეში ორი ლიტრი წყლის მიღება საკმარისია. ამ რაოდენობაზე მეტი თირკმელებს ზედმეტად ტვირთავს. 
მაგრამ, მთავარია, არა ის, რა რაოდენობის წყალს მივიღებთ, არამედ ის, როდის დავლევთ წყალს.


კარდიოლოგებმა წყლის დასალევად საუკეთესო დრო დაასახელეს:

1. დალიეთ ორი ჭიქა წყალი გაღვიძებისთანავე - ეს შინაგან ორგანოებს „მუშაობის“ დაწყებაში დაეხმარება.


2. სასურველია, ჭამამდე 30 წუთით ადრე ყოველთვის მიიღოთ 1 ჭიქა წყალი. ამგვარად მეტაბოლიზმი აჩქარდება და საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობა გაუმჯობესდება.


3. მიიღეთ 1 ჭიქა წყალი შხაპის მიღებამდე. ეს სიამოვნების მიღებაში დაგეხმარებათ და არტერიულ წნევას შეგიმცირებთ.


4. 1 ჭიქა წყალი ძილის წინ თქვენს მშვიდ და უშფოთველ ძილს უზრუნველყოფს. გულიც ნაკლებად დაიტვირთება. 

თუკი ამ წესებს ყოველდღიურ ჩვევაში გადაიტანთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი 95%-ით შეგიმცირდებათ. 
და კიდევ ერთი დადებით მხარე: თუკი ძილის წინ 1 ჭიქა წყალს დალევთ, ფეხებში კრუნჩხვას თავიდან აიცილებთ.

 

Statiebi.Ge

ნანახია: 407 | დაამატა: Admin | ტეგები: მას თავისი წესები აქვს, თურმე წყალს არასწორად ვსვამთ-კარდიო | რეიტინგი: 5.0/2 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close