მთავარი » 2018 » ივნისი » 18 » უცნაური აკრძალვები ავსტრალიაში!
რეკლამა
8:25 PM
უცნაური აკრძალვები ავსტრალიაში!

მოგზაურობისას მათი ცოდნა აუცილებელია, რათა შარში არ გავეხვიოთ. ამ აკრძალვების დარღვევისთვის ავსტრალიაში დიდ ჯარიმასაც გამოგიწერენ ანდა სულაც ციხეში მიგაბრძანებენ. მაშ ასე, რისი გაკეთება არ შეიძლება ავსტრალიაში?

 

მაცივრის გაყიდვა ანდა გაქირავება

 

 

საუბარია არა ნებისმიერ მაცივარზე, არამედ 42,5 ლიტრი და მეტი მოცულობის აგრეგატებზე. მისი არც გაყიდვა და არც გაქირავება არ შეიძლება. უფრო მეტიც, მათი თავიდან მოშორებაც პრობლემებს შეგიქმნით - მაცივრის გადაგდებამდე ჯერ ყველა კარისა და ხუფის მოხსნაა საჭირო.

 

ისევე როგორ ყველა წესს, ამ კანონსაც აქვს გამონაკლისი. ის არ ეხება სამხრეთ ავსტრალიაში 1962 წლამდე იმპორტირებულ მაცივრებს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში კანონის დამრღვევს 750-დოლარიანი ჯარიმა ელოდება.

 

ჯადოქრობა

 

 

ავსტრალიაში ყველა ექსტრასენსი და ჯადოქარი გაღარიბების საფრთხის ქვეშ იმყოფება. 800-დოლარიანი ჯარიმა ელოდება ყველას, ვინც კი გატაცებული ანდა დაკარგული ქონების მოსაძებნად მაგიას მიმართავს. იგივე ჯარიმა ელოდება ყველა თაღლითს, ვინც კი თავს ჯადოქრად ანდა ექსტრასენსად ასაღებს.

 

ღამე მტვერსასრუტის ჩართვა

 

 

ასეთი კანონი თბილისშიც არ გვაწყენდა, განსაკუთრებით მრავალბინიანი სახლების მცხოვრებლებს. ავსტრალიაში მტვერსასრუტით სიჩუმის დამრღვევების საკითხი მარტივად წყდება - სადაგ დღეებში 22:00-დან 7:00-მდე და უქმე დღეებში 22:00-დან 9:00-მდე მტვერსასრუტის ჩართვა 120 დოლარი „ღირს“. თუკი კანონდარღვევას გაიმეორებ, ყოველდღე 30 დოლარის გადახდა მოგიწევს. ერთი შეღავათია: ხმაური კანონდარღვევად ითვლება თუკი, ის სხვა ბინაში/სახლში ისმის და მნიშვნელობა არა აქვს, იქ კარ-ფანჯარა ღიაა თუ არა.

 

სიცრუე დაბადების, სიკვდილის, ქორწინების ან ახალი სამსახურის შესახებ

 

 

აქ საჯაროდ სიცრუეზეა საუბარი. არ შეიძლება ცრუ ინფორმაციის განხილვა გაზეთის, ინტერნეტის, რადიოს ანდა ტელევიზიის საშუალებით. აქ უკვე ჯარიმას არ გაკმარებენ - დამრღვევს 6 თვემდე ციხე ემუქრება.

 

წვიმის გამოწვევა

 

 

ავსტრალიაში პროფესიონალ შემლოცველებს არაფერი ესაქმებათ - წვიმის გამოწვევა ანდა გასაავდრებლად ნებისმიერი სხვა მაგიური შელოცვისა და ქმედებების ჩადენა 1000-დოლარიანი ჯარიმით ანდა სულაც 1-წლიანი ციხით ისჯება.

 

50 კილოგრამზე მეტი კარტოფილის გადატანა

 

 

დასავლეთ ავსტრალიაში მეკარტოფილეობა კარგადაა განვითარებული და მისი გასაყიდი კორპორაციაც იქვე მდებარეობს. მის თანამშრომლებს ნებისმიერი ავტომობილის გაჩხრეკის უფლება აქვთ და თუკი 50 კილოგრამზე მეტ კარტოფილს აღმოგიჩენენ, 2000-დოლარიანი ჯარიმისთვის მზად უნდა იყოთ. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 5000 დოლარამდე იზრდება.

 

ურემში თხის ანდა ძაღლის შებმა

 

 

ურემში შებმის გარდა, ამ საჯარო ადგილებში ცხოველების სატრანსპორტო საშუალებებზე მიბმაც კი ისჯება. თუკი მაინც სული წაგძლევთ და თხას ანდა ძაღლს ავტომობილზე მიაბამთ ანდა ურემში შეაბამთ, 800-დოლარიანი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ.

 

სხვა ადამიანების გაღიზიანება თამაშით

 

 

ავსტრალიაში, პირველ რიგში, საზოგადოებრივ ადგილებში ფრანების გაშვება და სხვა ნებისმიერი გამაღიზიანებელი თამაში იკრძალება. ჯარიმა - 500 დოლარი.

 

პირატებთან კუდის გადაფსკვნა

 

 

ასევე, მათთან ვაჭრობა და საბრძოლო მასალებით მათი მომარაგება. კანონი 1958 წელს მიიღეს და დღემდე ძალაშია. იგი საკმაოდ მძიმე სასჯელს - 10 წლამდე ციხეს ითვალისწინებს.

 

უზნეო სიმღერები

 

 

თუ ვინმემ მოისმინა, როგორ მღერით „ასეთია ქურდი კაცის ბედი“ ანდა „ოპ სტოპ ზოას“ და დაგასმინათ, მაშინ 10 ათასი დოლარი უნდა გაამზადოთ. თუ არ გაგიმართლათ, მაშინ 2-თვიანი პატიმრობა გელით. განმეორების შემთხვევაში კი - ნახევარ წლამდე ციხე. იგივე კანონი მოქმედებს უხამსი სიტყვებით საუბრის ანდა უხამსი ჟესტების ჩვენებისას.

 

ავტომობილის ღიად დატოვება

 

 

ამგვარი გაუფრთხილებლობა 800 დოლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ეტყობა, ავსტრალიის პოლიცია ავტომობილის გატაცების პროფილაქტიკას ამგვარად ებრძვის.

 

საფოსტო მტრედებთან მიკარება

 

 

ამ საკითხში ძნელია ავსტრალიელებს არ დაეთანხმო - საფოსტო მტრედებს დაცვა სჭირდებათ. ნებისმიერი, ვინც დაიჭერს, დაჭრის, მოკლავს ანდა უბრალოდ შეეხება ამ ჭკვიან ფრინველს, 250 დოლარიან ჯარიმას გადაიხდის.

 

ქორწილის ან გასვენებისთვის ხელის შეშლა

 

 

ქორწილის ანდა გასვენების ცერემონიალის ჩატარებისთვის ხელის შეშლა არა მხოლოდ უტაქტობა, არამედ ძვირი სიამოვნებაცაა. ამის ჩამდენს 10-ათას დოლარიანი ჯარიმა ანდა 2 წლამდე ციხე ელის.

 

 

წყარო

ნანახია: 204 | დაამატა: Admin | ტეგები: ucnauri akrdzalvebi avstraliashi, უცნაური აკრძალვები ავსტრალიაში! | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close