მთავარი » 2018 » მარტი » 11 » უცნაური ცხოვრების სტილით, გაიცანით დუხების ტომი
რეკლამა
10:05 PM
უცნაური ცხოვრების სტილით, გაიცანით დუხების ტომი

მონღოლეთის ჩრდილოეთით მცხოვრებ დუხების ტომის ცხოვრების ამსახველი ფოტოები, ფოტოგრაფმა ხამიდ სარდარ აფხამიმ მოგვიმზადა. ხამიდმა იმოგზაურა და გაიცნო დუხების ტომის მაცხოვრებელები.

 

image


 

დუხები მონღოლეთში უკვე 10 000 წელია რაც არსებობენ. უვლიან ირმებს და საუბრობენ თურქულენოვან ენაზე. წარმოგიგენთ ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ საინტერესო ფოტოებს, დუხების ტომიდან...

 

image

 

როგორც ზემოთ ვახსენეთ, დუხების არსებობა 10 000 წელიწადს უძლებს. რელიგიის მხრივ ისინი არც ქრისტიანები არიან და არც მუსულმანები, მათ შამანიზმის წამთ.

 

image

 

წარმოშობით მონღოლეთის ტუვას რეგიონიდან არიან. კარგად ეწყობიან ბუნებრივ პირობებს, დამხმარედ "რენ"- ის ირმები ჰყავთ. იკვებებიან ძირითადად მცენარეებით და ბოსტნეულით. მათ ცივილიზაციის სურვილი არ გააჩნიათ.

 

image

 

ფოტოგრაფმა აფხამიმ, რომელიც პროსფესიით ასევე ჩინურ-ტიბეტური ენის თარჯიმანია, გადაწყვიტა ამ ტომს სამუდამო სიცოცხლე აჩუქოს თავის ნაწარმოებში. აფხამიმ ტომს წიგნი მიუძღვნა, სადაც დეტალურად არის აღწერილი მათი ცხოვრების სტილი.

 

image

 

რეგიონის ირმების რძისგან ამზადებენ მაწონს და ყველს, რაც მათი ყოველდღიური საკვებია. არცერთ შემთხვევაში არ იკვებებიან ამ ირმების ხორცით. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ისინი ლაპარკაობენ თითქმის თურქულად! მათი სალაპრაკო ენა ძალიან გავს თურქულს...

 

image


 

რეგიონის ირმები სამწუხაროდ გადაშენების პირას დგანან, რაც დუხას ტომის ხალხს ძალიან აღელვებთ. ირმები მათი არსბეობის ძირითადი წყაროა. ტყეში მოპოვებულ საკვებს მონღოლურ სოფლებში სხვა საჭირო ნივთებში ცვლიან, არ გააჩნიათ ფულისადმი მიდრეკილება, მოკლედ რომ ვთქვათ, ფული მათთვის მხოლოდ ხელის ჭუჭყი და გამოუყენებელი ქაღალდია.

 

image

 

კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება რაც დუხების ტომს გააჩნია, არის არწიივებით ნადირობა, რაც დღევანდელ მსოფლიოში იშვიათობაა. ბავშვებს 10 წლიდან ასწავლიან არწივებთან ერთად ნადირობას. წარმატებული მონადირე ყველაფერს ნიშნავს ამ ტომში. მონადირებულს ტომის ყველა წევრი მეგობრულად იყოფს.

 

imageimageimageimageimageimageimageimageimage

 

წყარო: Intermedia.Ge

ნანახია: 248 | დაამატა: Admin | ტეგები: duxebis tomi, cxovrebis ucnauri stili, გაიცანით დუხების ტომი, უცნაური ცხოვრების სტილით | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close