მთავარი » 2018 » ივნისი » 16 » ვინ იყო ადამიანი, ვინც თვითმფრინავი შეჭამა?
რეკლამა
11:03 PM
ვინ იყო ადამიანი, ვინც თვითმფრინავი შეჭამა?

ამ უცნაურმა ადამიანმა თავისი ცხოვრების მანძილზე შეჭამა 18 ველოსიპედი, სუპერმარკეტის 15 ურიკა, 7 ტელევიზორი, 2 საწოლი, 6 შანდალი, თხილამურები, კომპიუტერი და თვითმფრინავი!

 

მისი ნამდვილი სახელი მიშელ ლეტიტოა, მაგრამ ხშირად „მისტერ მჭამელას“ სახელით მოიხსენიებდნენ. 

ლეტიტო ჯერ კიდევ 9 წლის ბიჭუნა გახლდათ, როცა თავისი უჩვეულო შესაძლებლობების გამოვლენა დაიწყო. პირველად, მინის ჭიქის დაგემოვნების მცდელობა ენის გაჭრით დასრულდა, თუმცა შემდეგ სწორი ტექნოლოგია შეიმუშავა და მალე ლუდისა და შამპანურის ბოთლებსაც კი უპრობლემოდ გეახლებოდათ. 

მოგვიანებით, „მისტერ მჭამელამ“ მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახადა და გემო ველოსიპედსაც გაუსინჯა, თუმცა ჯაჭვის მონელება გაუჭირდა და სწორი ნაწლავიდან ჯაჭვის ამოღება ექიმს მოუწია. 

16 წლიდან მიშელმა წარმოდგენებში მონაწილეობა დაიწყო. ის ყველაფერს გეახლებოდათ: ველოსიპედების მეტალის ნაწილებს, ინსტრუმენტებს, რეზინს, ტელევიზორებს, სამართებლებს და ა.შ. ლეტიტოს წარმოდგენებს მაყურებელი არასოდეს აკლდა. ნელ-ნელა ლეტიტოს საჭმლის მომნელებელი სისტემა უჩვეულო „პროდუქტების“ მიმართ ადაპტირდა. მამაკაცის კუჭის კედლები, ჩვეულებრივი ადამიანის კუჭთან შედარებით, ორჯერ უფრო სქელი გახდა, თუმცა მისი პირადი ექიმის მორზოლის თქმით, ზოგჯერ მიშელი მწვავე ტკივილებს განიცდიდა. 

„ის ჩვეულებრივი აგებულების, მაგრამ ძლიერი სულის ადამიანია. მისთვის ყველაზე მთავარია, საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს დაუმტკიცოს, რომ განსაკუთრებულია“, - ამბობდა მორზოლი. 

„მისტერ მჭამელას“ კარიერის მწვერვალი თვითმფრინავი Сессна-150“-ის დაგემოვნება გახლდათ, რასაც თითქმის 2 წელი დასჭირდა. ლოტიტო მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ უჩვეულო რაციონი მის ორგანიზმს ზიანს არ აყენებდა, თუმცა მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ყოველ ჯერზე შიშით ელოდნენ, რომ მორიგი ჭიქა ან რკინის ნაჭერი მისთვის უკანასკნელი გახდებოდა და ცდილობდნენ, სახიფათო გატაცებაზე უარი ეთქმევინებინათ. მიუხედავად იმისა, რომ „მისტერ მჭამელას“ თავისი პოპულარობა ჯანმრთელობას ერჩივნა, 55 წლის ასაკში იძულებული გახდა, „პენსიაზე გასულიყო“. 57 წლის ასაკში კი გარდაიცვალა.

დღეს ის თითქმის აღარავის ახსოვს, თუმცა მისი სახელი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი და ამ დრომდე მისი რეკორდის გამეორება ვერავინ შეძლო.

 

წყარო

ნანახია: 259 | დაამატა: Admin | ტეგები: ვინც თვითმფრინავი შეჭამა?, ვინ იყო ადამიანი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close