მთავარი » 2018 » ივლისი » 15 » ვინ იყო ექიმი, რომელმაც საშიში ექსპერიმენტი საკუთარ თავს ჩაუტარა?
რეკლამა
6:41 PM
ვინ იყო ექიმი, რომელმაც საშიში ექსპერიმენტი საკუთარ თავს ჩაუტარა?

მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ექიმი ბარი მარშალი კვლევის ჩატარების პროცესში გადაუჭრელ პრობლემას წააწყდა: კოლეგები არ ემხრობოდნენ მის თეორიას, რომ კუჭის წყლულს სტრესი კი არა, ბაქტერიის განსაკუთრებული სახეობა იწვევს.

 

მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა და მეცნიერმა გადაწყვიტა, თეორია საკუთარ თავზე გამოეცადა, რადგან ექსპერიმენტში ხელქვეითების ჩართვა ეთიკურად გაუმართლებელი იქნებოდა. 

ექიმმა მარშალმა ბაქტერია Helicobacter Pyolori-ის შემცველი სითხე დალია და შედეგს დაელოდა. 
მალე მისი თეორიის დამადასტურებელი პირველი სიმპტომებიც გამოჩნდა.

იმისთვის, რომ ოპონენტებისთვის საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინა, ბარი მარშალი ტანჯვასა და ტკივილს ნებაყოფლობით დასთანხმდა და ამისთვის ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.

 

წყარო

ნანახია: 162 | დაამატა: Admin | ტეგები: რომელმაც საშიში ექსპერიმენტი საკუთა, ვინ იყო ექიმი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close