მთავარი » 2018 » ივლისი » 16 » ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც მუდმივად ხრამის პირზე დადის!
რეკლამა
11:09 PM
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც მუდმივად ხრამის პირზე დადის!

ცხოვრების მაქსიმალური ტემპი, პრაქტიკულად მუხრუჭების გარეშე, მუდმივად მეტის სურვილი და ვა-ბანკზე წასვლის გამბედაობა - ამ ნიშნებს სხვაგვარად არ შეუძლიათ.

 

#3 მერწყული
შეუცნობელი მისთვის მაგნიტივითაა. მერწყულს უყვარს რისკი და ყოველთვის იღბლის იმედად არის. მტკნარი და მდოვრე ცხოვრება მისთვის მიუღებელია.
მას უყვარს, როცა საზოგადოებას შოკში აგდებს. ამიტომაც მუდამ დაუფიქრებელ საქციელს სჩადის. თუკი მერწყული ადამიანთა თვალებში გაოცებასა და აღტაცებას ხედავს, ის ბედნიერია. ის ამით უმტკიცებს სამყაროს თავის უნიკალურობას. 
მას იღბალთან თავისი დამოკიდებულება აქვს. ზოგჯერ ფორტუნა მერწყულს უსაზღვრო განძს სჩუქნის, ზოგჯერ კი სასტიკად ექცევა და ყველაზე ძვირფასს ართმევს. მაგრამ მერწყულს სჯერა, რომ ყველაზე მწარე მარცხის შემდეგ წარმატება ელის.

 

#2 ვერძი
თუკი ვერძმა კურსი აირჩია, მას ვერ გადაახვევინებ. ის ტორნადოსავით არის, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს.
ცხოვრება მისთვის ვნებაა. მას უყვარს მთელი გულით და, ასევე, სძულს მთელი არსებით. ვერძი ძალიან ემოციური და ჯიუტი ზოდიაქოს ნიშანია.
ის მზადაა სიძნელეებისთვის. მას შეუძლია, ბედის ნებისმიერი დარტყმა მიიღოს. ის თავის სამყაროს თავად აგებს და არავის დახმარების იმედზე არ არის. საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი თავად არის და არავის არა აქვს უფლება, მიუთითოს მოძრაობის მიმართულება.

 

#1 მშვილდოსანი
ზოდიაქოს ამ ნიშანს დაბადებიდან თავგადასავლების სიყვარული დაჰყვა. ის ყოველდღე ახალ საზრუნავსა და ხლაფორთში ებმება.
მშვილდოსანი ყოველდღე ახალი მწვერვალის დაპყრობას ცდილობს. ის მზადაა, დაეცეს, აიტანოს ტკივილი, შემდეგ კი წამოდგეს, გაიღიმოს და გზა გააგრძელოს.
მან შეიძლება აღიაროს თავისი შეცდომები, მაგრამ ეს გზიდან ვერ გადაახვევინებს. ის კვლავ გააგრძელებს შეცდომების დაშვებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას.
მშვილდოსანი სიცოცხლის ყოველ წუთს აფასებს და უბრალო საგნებში სიხარულს ეძებს. მან იცის, რომ ყოველი წამი განუმეორებელია და ცდილობს, მაქსიმუმი მიიღოს. მას უყვარს სიცოცხლე და სიცოცხლეც სიყვარულით პასუხობს.

 

წყარო

ნანახია: 192 | დაამატა: Admin | ტეგები: რომელიც მუდმივად ხრამის პირზე დადის, ზოდიაქოს 3 ნიშანი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close