მთავარი » 2018 » ივლისი » 18 » ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც იღბალი მუდამ თან დაჰყვება
რეკლამა
9:15 AM
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც იღბალი მუდამ თან დაჰყვება

მათ ცხოვრებაში ყველაზე რთული ვითარებაც კი მათ სასარგებლოდ ტრიალდება. ზოდიაქოს ამ ნიშნებმა არ იციან მარცხის სიმწარე და ცხოვრებაში მუდამ ღიმილიანები მიაბიჯებენ.

 

ვერძი
ვერძი ფულის სუნს კილომეტრზე გრძნობს და შანსს ხელიდან არ უშვებს. ზოდიაქოს ნიშნებს შორის ლამის ერთადერთია, რომელიც არასდროს ცხოვრობს სიღარიბეში.
ვერძი ცხოვრების თანამგზავრს დაკვირვებით ირჩევს და ხშირად ამ საქმეშიც ისევ იღბალი სწყალობს. მთავარია, არ გააბრაზოს იღბალი და მადლიერი იყოს დახმარებისთვის - ვერძის ცხოვრებაში ყველა მარცხი გამარჯვებად შემობრუნდება.

მერწყული
მას არ უყვარს შორსმიმავალი გეგმების დაწყობა და დღევანდელი დღით ცხოვრობს. მერწყული თავს ზედმეტი ემოციებით არ იტვირთავს. რაც უნდა მოხდეს, ისედაც მოხდება და რა საჭიროა, დროზე ადრე ვითარების დაძაბვა?
ცხოვრებისადმი ასეთი მსუბუქი დამოკიდებულება მერწყულს წინსვლისთვის საჭირო ენერგიას აძლევს. ასე რომ, მეტი პოზიტივი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა.

მშვილდოსანი
ამ ნიშანს თავისუფლება უყვარს და ჩარჩოებს ვერ ეგუება. მშვილდოსანი ცხოვრობს, როგორც სურს და ბედიც ყოველნაირად ეხმარება ამაში.
თუკი მშვილდოსანი რამეს ძლიერ მოინდომებს, მისი სურვილი ადრე თუ გვიან მაინც ასრულდება. მთავარია, პანიკას არ მიეცეს და ცუდი შედეგისთვის არ განეწყოს. მშვილდოსნები სწორედ ამ პრინციპით ცხოვრობენ.

 

წყარო

ნანახია: 234 | დაამატა: Admin | ტეგები: ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც იღბალი მუდამ თან დაჰყვება | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close