მთავარი » 2018 » ივლისი » 19 » ზოდიაქოს 3 ყველაზე ნაკლებად ეჭვიანი ნიშანი!
რეკლამა
6:57 PM
ზოდიაქოს 3 ყველაზე ნაკლებად ეჭვიანი ნიშანი!

მათ აქვთ შინაგანი ძალა, რომ ამ უმადურ გრძნობას თავი არ დაატანჯვინონ...

 

მშვილდოსანი
ზოდიაქოს ამ ნიშანს თავისუფლება უყვარს და ეჭვიანობის გრძნობას ისე ადვილად არ აჰყვება. ის პარტნიორის პიროვნულ სივრცეს პატივს სცემს და მასზე რაიმე პრეტენზიას არ აცხადებს. მშვილდოსანი დღევანდელი დღით ცხოვრობს და შორეულ მომავალში არ იხედება. ეჭვიანობა მშვილდოსნებისთვის კვარცხლბეკიდან გადმოგდებას მიაგავს, ეს კი სრულებითაც არაა ის, რაზეც ისინი ოცნებობენ. ეჭვიანობა მისთვის ყველაზე ქვენა გრძნობაა. მშვილდოსნის გულში, უბრალოდ, მისი ადგილი არ რჩება.

 

ვერძი
ვერძი ძალიან ყურადღებიანია. ის წუხს საკუთარ თავზეც და პარტნიორზეც. მისი ცხოვრება შეხვედრებით, დასვენებებით, ახალი ნაცნობებით არის სავსე და ეჭვისთვის მას არ სცალია. ამას გარდა, მან იცის, რომ მეგობართან შეხვედრა და სადილი, ეს მეგობართან შეხვედრა და სადილია, მეტი არაფერი. ვერძის აზრით, პარტნიორის კონტროლი მისდამი უნდობლობაა, ეს კი არასწორია.

 

მერწყული
დამოუკიდებელი პიროვნება - ეს ზოდიაქოს ამ ნიშნის მოკლე აღწერილობაა. მერწყული მეგობრული და ურთიერთობაში სასიამოვნო პიროვნებაა. ის ცდილობს, იყოს პოზიტიური და ამიტომაც ეჭვიანობა მის გეგმებში არ შედის. მისი აზრით, ეჭვიანობა სრული უაზრობა და სისულელეა. რატომ უნდა მოვექცეთ ახლობელ ადამიანებს ამგვარად? მერწყული სხვის გრძნობებს ეჭვის თვალით არ უცქერს, ეს რჩეულის მიმართ უსამართლობა და უპატივცემულობაა.

 

წყარო

ნანახია: 217 | დაამატა: Admin | ტეგები: ზოდიაქოს 3 ყველაზე ნაკლებად ეჭვიანი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close