მთავარი » 2018 » ივლისი » 15 » ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც მუდამ უკმაყოფილოა
რეკლამა
9:34 AM
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც მუდამ უკმაყოფილოა

მათ ძალიან მაღალი სტანდარტები აქვთ, ამიტომ მუდამ უკმაყოფილოები არიან და მუდამ ბუზღუნებენ.

 

1. ლომი

ლომი ცდილობს, კეთილი და მეგობრული იყოს, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოსდის. ფაქტობრივად, როცა ის თავს უხასიათოდ გრძნობს, ამას გარეშენიც ამჩნევენ, რაც ლომებისთვის უსიამოვნო და მომქანცველია. როცა ლომი რაღაცას ვერ იღებს, ის კოშმარულ ბუზღუნად იქცევა. ამას გარდა, მას შურიც ახასიათებს და როცა მას ვისიმე შურს, მაშინ უკვე აგრესიულ და ქედმაღალ ადამიანთან გვექნება საქმე.

2. ქალწული

ქალწულს მრავალი მიზეზის გამო შეიძლება გუნება გაუფუჭდეს, მაგრამ აქედან განსაკუთრებით უშუალოდ მის ცხოვრებასთან და მის ღირებულებებთან კავშირში მყოფები უნდა გამოვარჩიოთ, ვინაიდან ქალწულის შინაგან წონასწორობას ეს მიზეზები უფრო არღვევს. გარეგნულად ქალწული ჩაკეტილი და გაბრაზებული ხდება, ხოლო შიგნით უსასოობას დავინახავთ. როცა ქალწულის მოლოდინი არ მართლდება, ის პირველ რიგში საკუთარ თავს ადანაშაულებს, მაშინაც კი, როცა ეს ასე არაა.

3. მორიელი

ყველაზე უკმაყოფილო ნიშანი მორიელია. მას ჰგონია, რომ ის დრო და ძალისხმევა, რასაც სამუშაოს, ოჯახსა და ურთიერთობებს ახმარს, მხოლოდ მასზე უნდა მუშაობდეს. მაგრამ ასე ყოველთვის არ ხდება - გეგმები იცვლება, ხოლო ვითარება ყოველთვის ხელს არ გვიწყობენ. როცა რაღაც მორიელის გეგმით არ მიდის, ის აგრესიული და მოქუშული ხდება. მისი დაწყნარება ანდა ნუგეშისცემა უკუეფექტს იძლევა. ამან შეიძლება მორიელთან კონფლიქტიც კი გამოიწვიოს.

4. თხის რქა

თხის რქა შრომისმოყვარე და დაჟინებულია, მაგრამ, ასევე, პესიმისტური და უნდილიცაა. მისი პესიმიზმი მისივე მიღწევებისა და შედეგებისადმი ავადმყოფურ დამოკიდებულებაში ჩანს. თხის რქას თქვენგან მხოლოდ იმის გაგონება უნდა, რაც მას სურს - ყველაფერ დანარჩენს ის ყურსმიღმა გაატარებს. თხის რქას მოსწონს რაღაც მნიშვნელოვნისთვის ბრძოლა, მაგრამ ეს უნდა უკავშირდებოდეს მის ცხოვრებას, კარიერას ანდა მოთხოვნილებებს.

 

წყარო

ნანახია: 286 | დაამატა: Admin | ტეგები: რომელიც მუდამ უკმაყოფილოა, ზოდიაქოს 4 ნიშანი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close