მთავარი » 2018 » ივლისი » 16 » ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც პირველი პაემანი ყველაზე მეტად აღელვებს
რეკლამა
10:04 AM
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც პირველი პაემანი ყველაზე მეტად აღელვებს

ცოტათი გაოცდებით, მაგრამ მაინც...

 

კირჩხიბი

მართალია, ეს მგრძნობიარე წყლის ნიშანი არაჩვეულებრივად მოსიყვარულე და კეთილია, მაგრამ ის ზოგჯერ თავს მოწყვლადად გრძნობს და წვრილმანი ხშირად გულთან ახლოს მიაქვს. ამასთანავე, ისინი ბუნებით მორცხვები არიან, ხშირად პირველი პაემნის დროს უკანდახევასა და საკუთარ გარსში ჩაკეტვაზე ფიქრობენ. „აქტივიზაციის“ აუცილებლობა მათში შეშფოთებას იწვევს.

 

ქალწული

პირველ პაემანზე ქალწულები ზოდიაქოს ყველა ნიშანთან შედარებით ცუდად იქცევიან. ისინი ხომ საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტრები არიან. ისინი პერფექციონისტებად არიან ცნობილები და როცა საკითხი მათ ეხებათ, ძალიან თვითკრიტიკულები არიან. პაემანზე წასვლისას ისინი შიშობენ, რომ რაღაცას ისე ვერ იტყვიან და ამიტომ პაემნის მთელ სცენარს ტვინში უსასრულოდ ატრიალებენ. ქალწულმა უნდა გაიგოს, რომ მასზე ასე კრიტიკულად, მის გარდა, არავინ ფიქრობს, ამიტომ იყავით კეთილები საკუთარი თავის მიმართ.

 

თხის რქა

თხის რქები არაჩვეულებრივად ამბიციურები არიან, რაც საკმაოდ მიმზიდველია. მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა, ყველგან და ყველაფერში წარმატებულები იყვნენ, ისინი ზოდიაქოს ნიშნებში ყველაზე პესიმისტურები არიან. ეს მათ ძალიან მორცხვებს ხდის, განსაკუთრებით პირველი პაემნისას.

 

თევზები

თევზები, როგორც წესი, პიროვნების ორ ასპექტს შუა იხლიჩებიან: სიყვარულის ეშხით ყველაზე მეტად ენდობიან და იმავდროულად საკუთარი თავის მიმართ ნდობა არ აქვთ. მათ სურთ, მაგრამ ვერ ძლევენ შეშფოთებას და ვერ ტკბებიან მომენტით. ასე რომ, გულს ძლიერ სურს, ხოლო თავი ძლიერ უშლის ხელს.

 

წყარო

ნანახია: 236 | დაამატა: Admin | ტეგები: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც პირველი პაემანი ყველაზე მე | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close