მთავარი » 2018 » ივნისი » 19 » ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც უფრო მეტს გართმევთ, ვიდრე გაძლევთ!
რეკლამა
8:21 PM
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც უფრო მეტს გართმევთ, ვიდრე გაძლევთ!

თუკი ვინმე ძალიან ეგოისტურ პიროვნებას იცნობთ, ის აუცილებლად ამ ზოდიაქოს რომელიმე ნიშნის წარმომადგენელი იქნება. თუკი მათ უფლებას მისცემთ, სულ მთლად ცარიელზე დაგტოვებენ, სანაცვლოდ კი არაფერს მოგცემენ.

 

ვერძი

მათ ყველაფრის თავის დროზე კეთება უყვართ. ისინი შრომისმოყვარეები არიან, მაგრამ არასდროს იმას არ გააკეთებენ, რაც არ სურთ. ვერძები მზად არიან, უფრო მაღლა და შორს წავიდნენ, რათა მიაღწიონ იმას, რაც მათ სარგებელს მოუტანს და სულაც არაფრად დაგიდევენ, თუკი ამით ვინმეს ტკივილს მიაყენებენ.

ლომი

ლომი საკუთარი თავით ძალიან დაკავებულია. იგი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და იმაზე, რისი მიღება შეუძლია გარეშეთაგან. ლომის ეგო ზოდიაქოს სხვა ნიშნებისას ძლიერ აღემატება. ლომებს ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ და თუკი ვინმე მათ უგულებელყოფას შეეცდება, ჯოჯოხეთში მოუწევს ვალის გადახდა.

ქალწული

ქალწულებს კრიტიკის მოსმენა შეუძლიათ, მაგრამ გათვალისწინება - არა. ისინი მზად არიან, ადამიანს უმიზეზოდ დასცინონ, მაგრამ აბა სცადეთ და იგივეთი უპასუხეთ. ისინი დიდხანს მოითმენენ, მაგრამ როგორც კი გარკვეულ ზღვარს გადახვალთ, მათ აღშფოთებას საზღვარი არ ექნება.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები მეტს გპირდებიან და ნაკლებს ასრულებენ. მათ არ უძნელდებათ სხვა ადამიანების უბედურებაზე საუბარი. ისინი მოუთმენლები არიან და არ ადარდებთ მიზნის მისაღწევად სხვისი გადათელვა.

თხის რქა

თხის რქა ყველასგან მუდამ უარესს ელოდება და პატიება არ შეუძლია. ისინი ამ სიის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით უფრო ბუნებრივები არიან, მაგრამ ამის გამო ეგოისტობაზე უარს არ ამბობენ. ისინი მაშინაც კი აიღებენ რაღაცას, როცა მისაცემი აღარაფერი გაქვთ.

 

წყარო

ნანახია: 258 | დაამატა: Admin | ტეგები: რომელიც უფრო მეტს გართმევთ, ზოდიაქოს 5 ნიშანი, ვიდრე გაძლევთ! | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close