მთავარი » 2018 » ივნისი » 21 » ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც ურთიერთობაში მინიმუმითაც კმაყოფილდებიან
რეკლამა
10:21 PM
ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც ურთიერთობაში მინიმუმითაც კმაყოფილდებიან

რა აიძულებს მათ კომპრომისზე წასვლას, როცა საქმე სიყვარულსა და ურთიერთობებს ეხება? ან რატომ ფიქრობენ, რომ ნებისმიერი ურთიერთობა სჯობს მარტოობას? ვნახოთ...

 

1. კურო

კუროს მოსამზადებლად დიდი დრო ესაჭიროება. სხვაგვარად ურთიერთობაში შესვლა უჭირს. შემდეგ კი უკვე ძლიერ ეჩვევა და უარის თქმა აღარ სურს. ეს რომ არა, კუროს საკუთარი შეცდომის აღიარება მოუწევს, რაც მისთვის ძნელია. ამიტომაც ის დარჩება იქ, სადაც არის და თავის დასამშვიდებლად იფიქრებს მათზე, ვინც კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაშია.

 

2. კირჩხიბი

კირჩხიბს ხშირად ეპარება ეჭვი საკუთარ თავში და ამიტომაც მიიჩნევს, რომ რაიმე უკეთესის მოძებნის უნარი არ აქვს. ის გარეგნულად ამ ურთიერთობას შეჰხარის, არადა გულში ხვდება, რომ უბრალოდ ეშინია მოვლენების სხვაგვარი განვითარების. კირჩხიბი ცხოვრებაში ძირეულ ცვლილებებს ერიდება და ვერ ხვდება, რომ ამით საკუთარ თავს ვნებს.

 

3. ქალწული

მართალია, ქალწულები სრულყოფილებას ესწრაფვიან, მაგრამ ისიც კარგად მოეხსენებათ, რომ სრულყოფილების მიღწევა შეუძლებელია. ზოდიაქოს ამ ნიშანს სჯერა, რომ მის ხელთ ყველა ინსტრუმენტია, რათა მდგომარეობა გამოასწოროს. შედეგად ქალწული საკუთარ თავზე ახდენს ზეწოლას, პარტნიორი თამაშიდან გაჰყავს და მთელ ტვირთს მარტო მიათრევს.

 

4. სასწორი

სასწორებს არ სიამოვნებთ კონფლიქტები, ამიტომ ურთიერთობებში მხოლოდ პლუსებს ეძებენ და საკუთარ პარტნიორებს ყოველმხრივ ამართლებენ. ამას გარდა მათ მარტოობის ატანა არ შეუძლიათ. ტყავიდან ძვრებიან, ოღონდ კი არსებული ურთიერთობა შეინარჩუნონ. ამის გამო ბევრ რამეზე თვალების დახუჭვა და პარტნიორის აზრის გათვალისწინება უწევთ.

 

5. თხის რქა

როგორც კი თხის რქა ვალდებულებას იღებს, ის ამ ვალდებულებას ბოლომდე ასრულებს და ყურადღებას არ აქცევს, ამით უბედური ხდება თუ არა. არადა გარეშეთათვის თხის რქის ურთიერთობები შესაძლოა, მთლად ჯანსაღი არ ჩანდეს. თხის რქამ უნდა შეიგნოს, რომ, თუკი ურთიერთობები არ აეწყო, ეს მთლად მისი დანაშაული არაა. ამგვარი რამ შეიძლება, ყველას შეემთხვეს.

 

6. თევზები

მათ სიყვარულის მდგომარეობა უყვართ. ამის გამო პარტნიორს მეორე შანსს ყოველთვის აძლევენ. მათ გულწრფელად სჯერათ, რომ საკუთარი პარტნიორისგან დროთა განმავლობაში სასურველ მეწყვილეს გამოიყვანენ. ამიტომაც ურთიერთობებში ბევრ რამეს საკუთარი თავის საზიანოდ აკეთებენ.

 

წყარო

ნანახია: 241 | დაამატა: Admin | ტეგები: ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც ურთიერთობაში მინიმუმითაც კ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close