მთავარი » 2018 » ივლისი » 12 » ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება - მოკლედ და იუმორით!
რეკლამა
7:51 PM
ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება - მოკლედ და იუმორით!

ჰოროსკოპების გჯერა თუ არ გჯერა, ზოდიაქოს ნიშნების დახასიათებებს ნამდვილად ვერ შეეწინააღმდეგები. მოდით, დღეს ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ და ცოტა გავმხიარულდეთ.

 

ვერძი

 

დევიზი - „ზარბაზნები საბრძოლოდ გაამზადეთ!“

 

საყვარელი წიგნი: „საკუთარი ბრძნული გამონათქვამების ჟურნალი“

 

საყვარელი საქმიანობა: ჯერ ესროლე და შემდეგ დაუსვი კითხვები

 

იდეალური სამუშაო: სექსოპათოლოგი

 

საკვანძო გამოთქმა: „შენ ამას მე მეუბნები?“

 


კურო

 

დევიზი - „რაც ჩემია ჩემია, რაც შენია ისიც ჩემია!“

 

საყვარელი წიგნი: „გაუმაძღარი გურმანი“

 

საყვარელი საქმიანობა: სადილობისას საუბარი

 

იდეალური სამუშაო: მოსამართლე, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი ყველაზე ხშირად გამოაქვს

 

საკვანძო გამოთქმა: „რატომ მაიძულებთ, თავს დაგესხათ?“

 


ტყუპები

 

დევიზი - „სირბილით ევროპაში!“

 

საყვარელი წიგნი: „როგორ ვაიძულოთ ნებისმიერი, დაგვეთანხმოს ნებისმიერზე“

 

საყვარელი საქმიანობა: ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება

 

იდეალური სამუშაო: ყველაფერი გაყიდოს და გააღოს ყველა კარი

 

საკვანძო გამოთქმა: „იმიტომ რომ მე ასე მინდა!“

 


კირჩხიბი

 

დევიზი - „შემოდი ჩემს სახლში!“

 

საყვარელი წიგნი: „სახელმძღვანელო ტანჯულთათვის“

 

საყვარელი საქმიანობა: წუწუნი

 

იდეალური სამუშაო: მრჩეველი ყველა ცხოვრებისეულ საკითხებში

 

საკვანძო გამოთქმა: „და ეს ყველაფერი იმის მერე, რაც მე შენთვის გავაკეთე!“

 


ლომი

 

დევიზი - „ყველაფერი ჩემს ჭკუაზე იქნება, ანუ საუკეთესოდ!“

 

საყვარელი წიგნი: „სწრაფად დაშინების სახელმძღვანელო“

 

საყვარელი საქმიანობა: ბრძანებების გაცემა

 

იდეალური სამუშაო: უფროსების უფროსი

 

საკვანძო გამოთქმა: „რაო, მიიღე?“

 


ქალწული

 

დევიზი - „სიყვარული მცოდნეებსაც სჭირდებათ!“

 

საყვარელი წიგნი: „1001 ნაბიჯი სრული და საბოლოო ორგანიზებისთვის“

 

საყვარელი საქმიანობა: შეშფოთება

 

იდეალური სამუშაო: ეიფელის კოშკის გამგე

 

საკვანძო გამოთქმა: „ასე საქმე არ გამოვა!“

 


სასწორი

 

დევიზი - „ვინ არის ყველაზე ლამაზი“

 

საყვარელი წიგნი: „როგორ ვიქორწინოთ მონა ლიზას პორტრეტთან“

 

საყვარელი საქმიანობა: არაბუნებრივად გაღიმება

 

იდეალური სამუშაო: ვიღაცის ადვოკატი

 

საკვანძო გამოთქმა: „სხვა მხრივ...“

 


მორიელი

 

დევიზი - „თავდაცვის საუკეთესო საშუალება თავდასხმაა!“

 

საყვარელი წიგნი: „პროკურორის ჩანაწერები - როგორ გავხდი ლმობიერი“

 

საყვარელი საქმიანობა: მომდევნო ნაბიჯის გათვლა

 

იდეალური სამუშაო: მოსამართლე, ჟიურის წევრი

 

საკვანძო გამოთქმა: „აი, ამის გამო დაისჯებით!“

 


მშვილდოსანი

 

დევიზი - „უფრო მეტი, ვიდრე თქვენ გინდათ, რომ იცოდეთ!“

 

საყვარელი წიგნი: „როგორ გავხდეთ ერთ წუთში ფილოსოფოსი“

 

საყვარელი საქმიანობა: ვესაუბრო ყველას, ვისაც მოსმენა სურს

 

იდეალური სამუშაო: პირატებზე პასუხისმგებელი სენატორი

 

საკვანძო გამოთქმა: „ნუთუ ეს მე ვქენი?“

 


თხის რქა

 

დევიზი - „ჩემს სიჯიუტეს ვერ გატეხთ!“

 

საყვარელი წიგნი: „მსოფლიო ბატონობის მიღწევის ცხრა საიდუმლო“

 

საყვარელი საქმიანობა: თავის უფროსად წარმოდგენა

 

იდეალური სამუშაო: მილიონერის ფინანსური მრჩეველი

 

საკვანძო გამოთქმა: „არასდროს არ შეიძლება იყო ან ძალიან მდიდარი, ან ძალიან ღარიბი“

 


მერწყული

 

დევიზი - „სიურპრიზი, სიურპრიზი, გაუმარჯოს სიურპრიზს!“

 

საყვარელი წიგნი: „რა გამორჩენის მიღება შეიძლება ჩაძინებული ზღარბებისგან“

 

საყვარელი საქმიანობა: ვიღაცის თვალში შეჩხერა

 

იდეალური სამუშაო: თვითმფრინავის შტოპორში შეყვანა და გამოყვანა

 

საკვანძო გამოთქმა: „წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა!“

 


თევზები

 

დევიზი - „მისი აზრები შორს ქროდნენ!“

 

საყვარელი წიგნი: „პლანეტათაშორისო კომუნიკაციების ინსტრუქცია“

 

საყვარელი საქმიანობა: პირატების აღზრდა და მილიონერთა გადარჩენა

 

იდეალური სამუშაო: პროფესიული მოტირალი

 

საკვანძო გამოთქმა: „მე ისე მრცხვენია!“

 

წყარო

ნანახია: 194 | დაამატა: Admin | ტეგები: ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება - მოკ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close