მთავარი » Video » ინფორმაცია/News

ბრონისლავ მალინოვსკი.

Просмотры: 1 დაამატა: Admin Admin 
Entry description:

ბრონისლავ მალინოვსკი.

ბრონისლავ კასპერ მალინოვსკი 1884-1942. მალინოვსკი ახალი გვინეის კუნძულ ტრობრიანდის, კანარის კუნძულების და ავსტრალიის აბორიგენების ყოფას იკვლევდა.
კულტურის ფუნქცია მალინოვსკის შეხედულებით ისაა, რომ პირდაპირ ან ირიბად დააკმაყოფილოს ადამიანის მოთხოვნილებები. კულტურაში არაფერია ზედმეტი, შემთხვევითი.თუ რომელიმე ჩვეულება მყარად სრულდება – ის საჭიროა. ამა თუ იმ კულტურაში ესა თუ ის ჩვეულება მავნედ ან უაზროდ გვეჩვენება მხოლოდ იმიტომ, რომ საკმარისად არ ვიცით მისი კავშირი ადამიანის ბაზისურ მოთხოვნილებებთან ან სხვა კულტურულ მოვლენებთან კავშირის გარეშე ვაფასებთ. მალინოვსკის პირველი წიგნი „წყნარი ოკეანის არგონავტები“ (1922), რომელიც ახალი გვინეის უცნობი კულტურის შესწავლას ეძღვნება. ამ ნაშრომით დასრულდა სოციალურ ანთროპოლოგიაში გაბატონებული ტრადიცია კულტურის სპეკულანტური შესწავლისა და დაიწყო ახალი, ემპირიული სოციალური ანთროპოლოგიის ეტაპი.

© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სულ კომენტარები: 0
avatar
close