მთავარი » Video » აუდიო წიგნები

თომას ჰობსი.

Просмотры: 1 დაამატა: Admin Admin 
Entry description:

თომას ჰობსი (1588-1679)-ინგლისელი ფილოსოფოსი, რომელიც ფართოდაა ცნობილი მისი ღვაწლისთვის პოლიტიკურ ფილოსოფიაში. ჰობსის მიერ 1651 წელს გამოცემული წიგნი ,,ლევიათანი'' წარმოადგენს თანამედროვე დასავლური პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს. წიგნში იგი მსჯელობს საზოგადოებისა და ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესსა და მის მიზეზებზე. ,,ლევიათანი'' სოციალური კონტრაქტის თეორიის ერთ-ერთ ფუძემდებელ ნაშრომად ითვლება.
თომას ჰობსი, ჯონ ლოკი და ჟან-ჟაკ რუსო კონტრაქტარიანიზმის ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსები არიან. საერთო საწყისი წერტილის მიუხედავად, ისინი საკმაოდ განსხვავებულ დასკვნებამდე მივიდნენ. ჰობსი ძლიერი და ავტორიტარული მონარქიის მხარდამჭერი იყო, ლოკი მხარს ლიბერალურ მონარქიას უჭერდა, ხოლო რუსო - ლიბერალურ რესპუბლიკას. მათი შრომები კონსტიტუციური მონარქიის, ლიბერალური დემოკრატიისა და რესპუბლიკანიზმის საძირკველს წარმოადგენს.
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სულ კომენტარები: 0
avatar
close